#მოდა

ზაფხულის ტრენდული საცურაო კოსტიუმები

გაზიარება:

ზაფხულის გეგმები ალბათ უკვე გაწერილი გაქვთ და დასვენებისთვის ემზადებით. შეგიძლიათ, თქვენს საზაფხულო გარდერობზე ფიქრები ჩვენ მოგვანდოთ. 2024 წლის ზაფხულის ტრენდები გასული საუკუნისა თუ თანამედროვე დიზაინით შთაგონებული სამოსის წყალობით დასვენების დღეებს კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის.

წელს ტენდენციების სიას ლეოპარდის პრინტი, ფემინური სილუეტები, ფერებზე აქცენტები და კიდევ უამრავი საინტერესო ტრენდი ავსებს.

ლეოპარდის და ზებრას პრინტი

ცხოველების პრინტი 2024 წლის ერთ-ერთი მთავარი ტრენდია. წელს სანაპიროზე ლეოპარდისა და ზებრას პრინტს განსაკუთრებით ხშირად მოჰკრავთ თვალს. ძალიან მიმზიდველია ასიმეტრიული საცურაო კოსტიუმები, როგორც ბიკინი ასევე One Peace კოსტიუმი.

leopard-print swimsuit, ლეოპარდის პრინტი
საცურაო კოსტიუმი ლეოპარდის პრინტით, ZARA​​​

ყიდვა

ზებრას პატერნმა ყოველდღიური სამოსიდან წელს საზღვაო მოდაში გადმოინაცვლა.

zebra-print swimsuits, საცურაო კოსტიუმი, ზებრას პრინტი

კლასიკური შავ-თეთრის გარდა აქტუალურია წითელი, ყავისფერი, ოქროსფერი ზოლები.

Moschino

ყიდვა

ზაფხულში თქვენი საცურაო კოსტიუმი შეგიძლიათ საზაფხულო აქსესუარებით გაამდიდროთ. Moschino-ს ამ საცურაო კოსტიუმს BALENCIAGA-ს ჩალის ჩანთას მოვუხდენდით.

ბალენსიაგა, საზღვაო ჩანთა, balenciaga

ყიდვა

მეტალი

თუ "more is more" თქვენს სტილში ჯდება, მაშინ მეტალის ინსპირაციით შექმნილი საცურაო კოსტიუმები ძალიან მოგეწონებათ. ამ სეზონზე ნებისმიერი რამ, რაც მზეზე განსაკუთრებით ბრწყინავს, ტრენდულია.

metallic swimwear

მეტალი და სიბრჭყვიალე ყველგან. ხელებზე, ყრუებზე, თითებზე - მასიური აქსესუარებით გაამდიდრეთ 2024 წლის ზაფხულის გარდერობი. 

საყურე
Jennifer Behr

ყიდვა

მაქსიმალიზმი

მძივები, ბრჭყვიალა დეტალები, ბაფთები, ყვავილები - ნებისმიერი დეტალი, რომელიც თქვენს ჩაცმულობას გაახალისებს, 2024 წლის ზღვის სეზონზე იდეალური გადაწყვეტილება იქნება. ინსპირაციისთვის რეტროს სტილს მიმართეთ, რომელიც არანაკლებ ტრენდულია ამ ზაფხულს. მოდის საზაფხულო ტენდენციები ბრიჯიტ ბარდოს საფრანგეთისა და "ძველი ჰოლივუდის" გაცოცხლებას ახერხებს.

retro fashion, რეტროს სტილი
Dolce & Gabbana 

ყიდვა

SANS STRAPS

თუ რუჯის მიღება გსურთ და საცურაო კოსტიუმის თასმები ხელს გიშლით, წელს ერთ-ერთი მთავარი ტრენდი Sans Straps კოსტიუმებია. დიზაინერები 2024 წელს '70-იანების ესთეტიკით შთაგონებულ დეკოლტე კოსტიუმებს გვთავაზობენ, რომლებიც "რუჯის ხაზებს" თავიდან აგარიდებთ.

საცურაო კოსტიუმი, swimsuits without straps
Cult Gaia

ყიდვა

ულტრაფემინური სტილი

ულტრაფემინურობის ტენდენციას coquette-ზე მეტად ალბათ არაფერი ერგება. 2024 წელს ეს ტრენდი კიდევ უფრო აქტუალური გახდა და ის თავისი ჩოქერებით, ყვავილებით და ბაფთებით მოდის ჩვენებებზეც ვიხილეთ.

https://www.net-a-porter.com/en-us/shop/product/magda-butrym/clothing/bikini-bottoms/floral-print-bikini-briefs/1647597325883429
Magda Butrym

აქტუალობას არასდროს კარგავს შავ-თეთრი კლასიკური სილუეტები და 90-იანების მინიმალიზმი. ტრენდულია საზაფხულო სპორტული ტოპები და მაღალწელიანი საცურაო კოსტიუმებიც.

შავ-თეთრი საცურაო კოსტიუმი
LSPACE

ყიდვა

შეგიძლიათ კლასიკური სილუეტის მონოქრომული კოსტიუმი ფერადი პარეოთი გაახალისოთ.
Amir Slama

ყიდვა

ანდა სულაც საქმე გაიმარტივოთ და დახვეწილი, თან გამორჩეული საცურაო კოსტიუმი, ყვავილების პრინტით შეარჩიოთ.

revolve
Agua Bebdita

ყიდვა

თავს უფლება მიეცით მაქსიმალურად ფემინურები იყოთ და ამ ყვავილებიან საცურაო კოსტიუმთან ერთად ვარდისფერი სათვალეები მოირგეთ. რა შეიძლება იყოს იმაზე მაცდური, ვიდრე სამყაროს მზერა ფერადი სათვალეებით. 

გუჩი
Gucci

ყიდვა

ზევით