#მოდა

Tory Burch-ის რეტრო-ფუტურიზმი 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციაში

გაზიარება:

ბოლო რამდენიმე სეზონის განმავლობაში, Tory Burch-მა შესამჩნევად დიდი ცვლილება განიცადა. მისი რეპუტაციის ცვლილება სწრაფად დაიწყო და დღეისათვის უკვე ერთ-ერთ ყველაზე სასურველ და თანამედროვე ბრენდად მიიჩნევა, რომელიც It გოგოების საყვარელ სილუეტებს აერთიანებს. 

ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე, 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციისთვის, რომელიც წარმოდგენილია ახლად გახსნილ მეცნიერების, განათლებისა და ინოვაციების Gilder Center-ში, ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმში, Tory Burch იკვლევს კონცეფციას - „უსწრაფესი“ და მის მნიშვნელობას დღევანდელ მოდის ციკლში. კოლექცია წარმოადგენს Tory Burch-ის ოსტატურ უნარს, გაალამაზოს ქალის ფორმები.

საყელოიანი პალტო კაბებით, მერი ჯეინის სტილით შთაგონებული ფეხსაცმელებითა და მინი ქვედაბოლოებით, არის რაღაც აშკარად რეტროსეული მთელს მის ახალ კოლექციაში. და ამავდროულად, ის შორს არის წარსულისგან და ბევრად უფრო ახლოს მომავალთან, რადგან მასში ერთდროულად ცხოვრობს შესამჩნევი ფუტურისტული ასპექტი რგოლებით, ღრმა U-საყელოებითა და მზის სათვალეებით. 

„ჩვენ განვავითარეთ ჩვენივე ხელწერა და ჩავატარეთ ექსპერიმენტები ახალ ფორმებზე, როგორიცაა მიკრო-მინი ქალღმერთის კაბები“, - თქვა ბურჩმა ჩვენების შემდეგ. „სკულპტურული ბლეიზერები და ტუნიკები ჩაღრმავებული U-კისრით ასახავს აქსესუარების აეროდინამიკურ მრუდს. ჩანთები ჩამოსხმულია თეძოზე დასაყრდნობად, მზის სათვალეები სახეზეა შემოხვეული და ფეხსაცმელი მთლიანად მრგვალი კიდეებითაა აგებული. ეს კოლექცია შექმნილია იმისათვის რომ მასში იცხოვრო, ის შენთან ერთად გადაადგილება და სიმსუბუქის და ოპტიმიზმის განცდას ჩაგინერგავს“.

ზევით