#სილამაზე

სოფო შერგელაშვილი: როგორ მოვამზადოთ კანი შემოდგომისთვის

გაზიარება:

ავტორი: სოფო შერგელაშვილი

 

სუსხიანი ამინდების დადგომასთან ერთად, აუცილებელია რუტინის განახლება. ეს ის დროა, როდესაც მსუბუქი კონსისტენცია უფრო მსუყე პროდუქტებმა უნდა ჩაანაცვლონ.

გამწმენდი

გამოიყენეთ დამატენიანებელი გამწმენდი, რომელიც სახის კანს არ გამოფიტავს და არც გააღიზიანებს. გამწმენდის შერჩევისას ყყურადღება მიაქციეთ მის შემადგენლობას, თქვენი ახალი "მეგობარი" არ უნდა შეიცავდეს ალკოჰოლსა და პარფიუმს. 

 

Free & Clear Liquid Cleanser, 8 Ounce

 

ყიდვა

ექფოლიანტი - მკვდარი უჯრედების მოშორება

მკვდარი უჯრედების მოშორება სახიდან, კანის სიჯანსაღისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხურია. გამომდინარე იქიდან, რომ ზაფხულში ქიმიურ ექსფოლიანტებს ვერიდებით, შემოდგომა იდეალურია მათი რუტინაში ჩასმისთვის. ზაფხულში დაგროვებული მკვდარი უჯრედები საგულდაგულოდ უნდა მოვიშოროთ, ქიმიური ექფოლიანტი კი ამას სიღრმისეულად აკეთებს. 

სახეზე ჭარბი რაოდენობის მკვდარი უჯრედების აღმოჩენა მარტივია, ამ დროს ჩვენი ფორები უფრო ხილული და ვიზუალურად დიდია, მკვდარი უჯრედები აფერხებენ ამა თუ იმ პროდუქტის კანში შეღწევის პროცესს, სწორედ ამიტომ, ექსფოლაციამდე, გამოყენებული პროდუქტების ეფექტი უბრალოდ ნახევრდება.

მშრალი კანის მქონეთათვის, რეგულარული ექსფოლიაცია, კვირაში 1-2 ჯერ არის რეკომენდებული, ცხიმიანი კანის შემთხვევაში კი შეგიძლიათ ამ პროცედურას 2- ჯერაც მიმართოთ.

ცხიმიანი კანისთვის - Skin Perfecting 2% BHA Liquid Exfoliant

ყიდვა

მშრალი კანისთვის  - THE ORDINARY LACTIC ACID 10% + HA 2% SUPERFICIAL PEELING FORMULATION

ყიდვა

დამატენიენებელი

თუ ჩემი ბლოგების აქტიური მკითხველი ხართ, მაშინ სახის კანის დატენიანების მნიშვნელობაზე ყველა საჭირო ინფორმაცია გეცოდინებათ. შემოდგომის სეზონზე კანის დატენიანებას კიდევ ერთხელ შევეხები და ვიტყვი, რომ სახლი არავითან შემთხვევაში არ დატოვოთ თქვენი კანის ტიპის მიხედვით შერჩეული დამატენიანებელი საცხის გარეშე.

CeraVe® 12 oz. Moisturizing Cream

ყიდვა

რეტინოლი

რეტინოლი ზრდის კოლაგენის გამომუშავებას და ამცირებს წვრილი ხაზებისა და ნაოჭების გაჩენას. რეტინოლის მოქმედებაზე მომდევნო ბლოგებში უფრო სიღრმისეულად გიამბობთ, მანამდე კი გეტყვით, რომ მისი გამოყენება მშრალ კანზე ხდება (თუ დამწყები ხართ და პირველად იყენებთ რეტინოლს), რათა არ მოხდეს კანის გაღიზიანება. თავის მოვლის რუტინაში რეტინოლი კვირაში მაქსიმუმ 2-ჯერ ჩასვით, გამოყენეთ იგი ღამის რუტინაში, დილით კი აუცილებლად დაიცავით თქვენი კანი მზისგან დამცავით. გაითვალისწინეთ, თუ ექსფოლიაციის დღე გაქვთ, მაშინ რეტინოლის გამოყენებისგან თავი უნდა შეიკავოთ.

The Inkey List - Retinol Serum

ყიდვა

მზისგან დამცავი - ყველგან და ყოველთვის

ANTHELIOS ULTRA LIGHT FLUID FACIAL SUNSCREEN SPF 60

ყიდვა

რაც მთავარია, ამინდის (ტენიანობის დონის და ტემპერატურის)  ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება. არ ინერვიულოთ! ამ შემთხვევაში კანის გამოსაცოცხლებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ თიხის ნიღბები. ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები, კი თქვენს კანს ნამდვილად მოამზადებენ შემოდგომის სუსხიანი დღეებისთვის.

ზევით