#სილამაზე

სილამაზის 5 საუკეთესო მომენტი 90-იანი წლების რომ-კომებიდან

გაზიარება:

დიახ, ამ ფილმების პრემიერა 20 წელიწადზე მეტი ხნის წინ შედგა, თუმცა განუმეორებელი 90-იანი წლების კინო ინდუსტრიის შედევრები დღემდე ჩვენს საყვარელ ნამუშევრებად რჩება. რომანტიკული კომედიების სცენარებთან ერთად, აქტუალობას არ კარგავს 2000-იანების მიწურულს შექმნილი კინო საუნდრტეკები, კოსტიუმები, პერსონაჟები, თუ ფრთიანი ფრაზები. The Diary ამჯერად 90-იანი წლების რომ-კომებიდან ყველაზე გამორჩეულ და შთამაგონებელ Beauty მომენტებს გაგახსენებთ.

ჯულია სტაილსი ფილმში 10 THINGS I HATE ABOUT YOU (1999)

ჯულია სტაილსის და ჰით ლეჯერის დუეტი დღემდე თინეიჯერების ერთ-ერთ საყვარელ რომანტიკულ კომედიად რჩება. მაშინ მაყურებლისთვის ჯერ კიდევ უცნობი სტაილსის სტილი დღეს Gen Z-ის ინსპირაციის წყარო ხშირად ხდება. მეამბოხე ხასიათით, ე.წ. tomboy-ის იმიჯით, ბუნებრივად ტალღოვანი თმებითა და მინიმალური მაკიაჟით, ჯულიამ მაყურებლის გულების მოგება რამდენიმე ათეული წლით მოახერხა. 

ჯულია რობერტსი ფილმში PRETTY WOMAN (1990)

She's an icon! She's a legend! ჯულია რობერტსის "ლამაზმანი" იმ საკულტო ფილმების სიაში ეწერება, რომლებმაც საკუთარი სახელის უკვდავყოფა მოახერხეს. წითელ თმიანმა, ხუჭუჭა და გრძელფეხა მსახიობმა შეძლო ის, რასაც ბევრი ვერ ახერხებს: მეძავის ისტორია ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ Love Story-დ აქცია.

ასევე გენიალურია ფილმისთვის შექმნილი Look-ები. მოგეხსენებათ, რომ მაყურებელს გარდასახვის თვალის დევნება ყველაზე მეტად უყვარს. ბოდფორდებში, მოკლე ქვედაბოლოსა და მამაკაცის პერანგში გამოწყობილი რობერტსის როდეო დრაივზე გასეირნება კი ალბათ ყველა ჩვენგანის საყვარელი სცენაა. 

რეიჩელ ლი კუკი ფილმში SHE’S ALL THAT (1999)

She's all that 90-იანი წლებისთვის დამახასიათებელი, "კარგი გოგოსა " და "ცუდი ბიჭის" სიყვარულის ისტორიაა. რეჟისორმა ნამუშევარში ეპოქის თითქმის ყველა სტერეოტიპი გამოიყენა, თუმცა წითელ კაბაში გამოწყობილი რეიჩელის კიბეზე დაშვება დღემდე თინეიჯერი გოგონების ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ მომენტად რჩება. სხვათაშორის, ე.წ. "ბობ" ვარცხნილობის პოპულარობა მეტწილად ამ ფილმის დამსახურებაა. 

დრიუ ბერიმორი ფილმში THE WEDDING SINGER (1998)

90-იანი წლების Rom-com-ების სია არ იარსებებდა დრიუ ბერიმორის გარეშე! ვარცხნილობა, რომელიც გასული წლების მანძილზე კიმ კარდაშიანით დაწყებული, თითქმის ყველა "ცნობილის" თავზე გვინახავს, პირველად სწორედ დრიუმ მოირგო და The Wedding Singer-ში შექმნილი პერსონაჟი საკულტოდ აქცია. 

გოგოები ფილმში CLUELESS (1995)

შეგვეძლო ამ შესანიშნავი ფილმიდანაც მხოლოდ ერთი მსახიობი გამოგვერჩია, მაგრამ რატომ, როდესაც ნამუშევარში "ცუდი გოგოს" იმიჯი ოთხივე მსახიობის დამსახურებაა. ჩერის ვარდისფერი გლოსებით დაწყებული, დაიონის ვარდისფერი ჩრდილით დამთავრებული, Clueless-თვის შექმნილი თითქმის ყველა ლუქი დღემდე აქტუალურია. 

ზევით