#კულინარია

შემწვარი ლეღვის უგემრიელესი კერძი ყველითა და ნიგვზით

გაზიარება:

როგორც იქნა ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო და გემრიელი ხილის, ლეღვის სეზონი დადგა. სწორედ ამიტომ IG-სა და TikTok-ის ერთ-ერთ ყველაზე ტრენდულ და ამავდროულად ლეღვის გემრიელ კერძს წარმოგიდგენთ.

რეცეპტი:

ამ კერძის რეცეპტი იმდენად მარტივია, რომ მომზადებას თხუთმეტ წუთზე ნაკლებ დროს მოანდომებთ და მხოლოდ ოთხ ინგრედიენტს საჭიროებს:

40 გრ ნიგოზი
8 დიდი ახალი ლეღვი
100 გრამი თხის ყველი (ან ბრი, ან კამემბერი ან ლურჯი ყველი)
3  ს/კ თაფლი

1. წინასწარ გაცხელებულ ტაფაზე ნიგოზი მოაყარეთ და ერთი წუთის განმავლობაში შეწვით, სანამ ოდნავ ოქროსფერი არ გახდება.

2.  ლეღვი ოთხად დაჭერით და შიგნით მოათავსეთ ყველი. გადაიტანეთ საცხობ ტაფაზე და ღუმელში 5 წუთით შედგით. როდესაც ლეღვი დარბილდება და ოქროსფერ შეფერილობას მიიღებს, გამოიტანეთ ღუმელიდან.

3. ლეღვი ლამაზ თეფშებზე მოათავსეთ, მოასხით ცოტაოდენი თაფლი. სუფრასთან მიტანის წინ კი მოაყარეთ ნიგოზი.

Viola! კერძი მზადაა! გემრიელად მიირთვით!

P.S. ლეღვი და მისგან დამზადებული კერძები არამხოლოდ გემრიელია, არამედ მდიდარია A,B,C,D,E,K, PP ჯგუფის ვიტამინებით და მრავლად შეიცავს მინერალურ ნივთიერებებს. აძლიერებს იმუნურ სისტემას, ასუფთავებს ორგანიზმს ტოქსიკური ნივთიერებებისგან და აძლიერებს გულის კუნთს.

ზევით