#დეკორი

როგორ დავამატოთ 2023 წლის ფერი - Viva Magenta ინტერიერის დიზაინში?

გაზიარება:

The Pantone Color Institute-მა, ყველასათვის ცნობილმა როგორც მსოფლიო ფერის ექსპერტმა, 2023 წლის ფერი Viva Magenta (PANTONE 18-1750) დაასახელა, ჟოლოსფერ-წითელი ტონი, რომელიც ცივსა და თბილს შორის იდეალურ ბალანსს წარმოადგენს. როგორც The Pantone Color Institute-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლეატრის ეიზმანმა განაცხადა, მისი ექსპერტებისთვის შთაგონების წყაროდ ბუნება იქცა: „PANTONE 18-1750 Viva Magenta მომდინარეობს წითელი ოჯახიდან და შთაგონებულია კოშენილის ხოჭოს წითლით, ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი საღებავით, რომელიც მიეკუთვნება ბუნებრივი საღებავების ოჯახს, ასევე ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და კაშკაშა ფერს, რომელიც მსოფლიომ იცის”.

გამომდინარე იქიდან, რომ Pantone საკმაოდ სახელგანთქმულია, მისი არჩევანი უდიდეს გავლენას ახდენს ტენდენციების ჩამოყალიბების პროცესში მრავალ ინდუსტრიაში, მათ შორის ინტერიერის დიზაინშიც.

მდიდარი წითელი ტონის ინტეგრირება დიზაინში, შესაძლოა არც თუ ისე მარტივ დავალებად მოგეჩვენოთ, თუმცა ექსპერტების რჩევებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, ამ თამამი ფერის სახლში შემოშვება უფრო მარტივი დავალება ხდება.

Viva Magenta-ს მდიდრული ფერით შეგიძლიათ თქვენი სახლის ნებისმიერი კუთხე-კუნჭული გაამდიდროთ, იქნება ეს საძინებელი, მისაღები სამზარეულო თუ სააბაზანო ოთახი.

დეკორატიული ბალიში 

ყიდვა

პირველ ყოვლისა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ Viva Magenta საკმაოდ დინამიკური ფერია, დიდი მასშტაბებით მისი ინტეგრირება, ისედაც დატვირთულ ინტერიერში შესაძლოა გაძნელდეს, მაგრამ ჩვენ ხომ ყოველთვის შეგვიძლია პატარა დეტალებით დაწყება? შეარჩიეთ Pantone-ის რჩეული ფერის დეკორატიული ბალიში, კედლის ნახატი მაგიდის სანათი ან სულაც დეკორატიული ჭურჭელი, დაიწყეთ პატარა ნაბიჯებით და აუცილებლად მიხვდებით, არის თუ არა თქვენი სახლი მზად იმისათვის, რომ Viva Magenta უფრო დიდი დოზით შემოუშვას.

დოქი

ყიდვა

მაგიდის სანათი

ყიდვა

მათთვის, ვისი სახლიც მეტი გამბედაობის საშუალებას იძლევა,შეგიძლიათ, Viva Magenta-ს უფლება მისცემთ ტექსტილშიც გაერიოს და გადასაფარებლები, ფარდები ან სულაც ხალიჩა მოიცვას.

პლედი

ყიდვა

ყველაზე სერიოზული ნაბიჯი კი 2023 წლის მდიდრული ფერის ავეჯის შერჩევა იქნება, ბუნებრივია, ამ პროცესს წინ უამრავი ფიქრი უძღვის, მაგრამ გახსოვდეთ, თუ თქვენი შინაგანი ხმა გკარნახობთ, რომ თქვენც და თქვენი ინტერიერიც მზადაა ამ სერიოზული გადაწყვეტილების მისაღებად, მაშინ ეს ასეცაა. 

სავარძელი

ყიდვა

ზევით