#კულინარია

რეცეპტი: უგემრიელესი სეზონური ვაშლის ღვეზელი

გაზიარება:

არაფერი ქმნის შემოდომის განწყობას ისე, როგორც სეზონური დესერტი და ოჯახური გარემოცვა, მარტივად მოსამზადებელი ვაშლის ღვეზელი კი ამ საქმეში უკონკურენტოა. დარიჩინის სურნელით, ზემოდან ნაყინით ან სახლში დამზადებული კრემითა და საუკეთესო ემოციებით, ეს ღვეზელი ის იშვიათი დესერტთაგანია, რომელიც თავს აუცილებლად შეგაყვარებთ.

საუკეთესო ვაშლის ღვეზელისთვის, გირჩევთ ჯერ საუკეთესო ვაშლი შეარჩიოთ. გირჩევთ, არჩევანი ხრაშუნა, წვნიან, არც ისე ტკბილ (ოდნავ მომჟავო) ვაშლზე შეაჩეროთ. არსებობს კიდევ ერთი პატარა ხრიკი, რომელიც ჩვენს მკითხველს აუცილებლად უნდა გავუზიაროთ, მანამ, სანამ თქვენ მიერ შერჩეულ ვაშლს ღვეზელში მოათავსებთ, გირჩევთ ის ჯერ მოხარშოთ ან შაქარმოყრილი პირდაპირ ღუმელში გამოაცხოთ რამდენიმე წუთის განმავლობაში, ეს თქვენს ღვეზელს უნიკალურ ტექსტურას და ფანტასტიკურ კარამელიზირებულ გემოს მიანიჭებს.

ინგრედიენტები:

ვაშლი

დამარილებული კარაქი

ფქვილი

თეთრი და ყავისფერი შაქარი

დარიჩინი

მუსკატის კაკალი (სურვილისამებრ)

ლიმონის ახალი წვენი

კვერცხი

მომზადების წესი:

1. მოამზადეთ თქვენი ვაშლები, გააცალეთ კანი და დაჭერით თანაბარ ნაჭრებად.

2. მოამზადეთ ღვეზელის შიგთავსი, დაადგით ცეცხლზე მოზრდილი ქვაბი, გამოიყენეთ ყავისფერი შაქარი, კარაქი და ცოტაოდენი დარიჩინი არომატისთვის, ოდნევი სქელი ტექსტურისთვის, გირჩევთ ფქვილიც დაუმატოთ. არ ინერვიულოთ თუ წინასწარ არ გეცოდინებათ რამდენი ხნით უნდა დააყოვნოთ თქვენი მასა ქვაბში, როგორც კი კარამელიზებული შაქრის ტკბილი სურნელი დატრიალდება, თქვენი შიგთავსიც მზადაა.

3. ჩაამატეთ წინასწარ დაჭრილი ვაშლი მომზადებულ შიგთავსში და დააყოვნეთ 10-15 წუთი, რათა ვაშლმა სიტყბო კარგად შეიწოვოს.

4. მოათავსეთ წინასწარ მომზადებული ან ნაყიდი ცომი ფორმაში, გადაიტანეთ თქვენი ვაშლის შიგთავსი და თქვენს ღვეზელს გაუკეთეთ ზედა ფენა.

5. ღვეზელის გამოცხობა დაიწყეთ 215 გრადუსზე, როდესაც თქვენი ზედა ფენა შეწითლდება, ცხობა განაგრძეთ 175 გრადუსზე. 

6. დაახლოებით 45 წუთის შემდეგ, ჩხირის დახმარებით დარწმუნდეით, რომ თქვენი ღვეზელის შიგთავსი მზადაა, გამოიღეთ ღუმელიდან და ზემოდან ცოტაოდენი ყავისფერი შაქარი და დარიჩინი მოაყარეთ, თქვენი უგემრიელესი ვაშლის ღვეზელიც მზადაა!

ზევით