#სილამაზე

რატომ უნდა შევიძინოთ სკალპის მასაჟორი დღესვე?

გაზიარება:

თმის სწრაფი ზრდის და გაჯანსაღების არა ერთი საშუალების შესახებ გვსმენია, თუმცა იცნობთ ჯადოსნურ პროდუქტს სახელად - სკალპის მასაჟორს? ბიუთი გურუები და დერმატოლოგები ირწმუნებიან, რომ ამ საოცრად ბიუჯეტურ საშუალებას ჩვენი თმის გადარჩენა შეუძლია და თუ თქვენც ჩვენს მსგავსად დაინტრიგდით, მაშინ გირჩევთ კითხვა განაგრძოთ და ერთად გავერკვიოთ რაში იმალება მასაჟორის საიდუმლო.

რა არის სკალპის მასაჟორი?

პირველ ყოვლისა, თავად მასაჟორს გაგაცნობთ, ეს არის პატარა, მოსახერხებელი საშუალება, ხშირ შემთხვევაში ოვალური ფორმის, რათა ხელში მარტივი დასაჭერი აღმოჩნდეს, რომელიც პატარა თავაკების დამსახურებით ნაზად ასუფთავებს ჩვენს სკალპს, აშორებს მას ქერტლს და მკვდარ უჯრედებს და ხელს უწყობს ფოლეკულების ცირკულაციას.

როგორ გამოვიყენოთ?

სკალპის მასაჟორების უმრავლესობა აბაზანაში, ბანაობის დროს გამოიყენება, მათი ნაწილი შეგვიძლია ნამიან თმაზე გამოვიყენოთ, თუმცა ელექტრონული მასაჟორები მხოლოდ მშრალი თმისთვისაა განკუთვნილი. არ არსებობს განსაზღვრული ლიმიტი თუ რა სიხშირით უნდა გამოვიყენოთ მასაჟორები, ეს თქვენს ინდივიდუალურ მიდგომასა და შედეგზეა დამოკიდებული.

ზევით