#სილამაზე

რატომ და როგორ უნდა გამოვიყენოთ თმის თერმო დამცავი საშუალებები?

გაზიარება:

საკუთარ თავზე ზრუნვის პროცესში, ჩვენი თმის საგულდაგულოდ მოვლას განსაკუთრებული ადგილი უკავია. თმის ტიპის მიხედვით სწორად შერჩეული პროდუქტების, სკალპის სწორად დამუშავებისა და სურნელოვანი ზეთების გამოყენების გარდა, არსებობს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საფეხური - თმის თერმო დაცვა, რომელიც ხშირად უგულებელყოფილი რჩება.

არადა, სწორედაც რომ თმის თერმო დამცავის დამსახურებით შეგვიძლია მშვიდად ყოფნა მაშინ, როდესაც ცხელ მოწყობილობებს, თმის საშრობს, გასასწორებელსა თუ დასახვევს ვიყენებთ ან სულაც მზის სხივებზე ვატარებთ დიდ დროს.

ბუნებრივია, ზაფხულის სეზონზე მზის ინტენსიური გამოსხივების წყალობით, თერმო დამცავის გამოყენება მეტად აუცილებელი ხდება.

 რა არის თმის თერმო დამცავი?

თმის თერმო დამცავი საშუალება მინიმუმამდე ამცირებს იმ დაზიანებას, რომელიც შესაძლოა ცხელმა მოწყობილობებმა ჩვენს თმას მიაყენოს. ეს გახლავთ საშუალება სპრეის თუ კრემოვანი ტექსტურით, რომელიც არ საჭიროებს ჩამობანას.

Perfect Defense Heat Protectant

 

ყიდვა 

Farewell Frizz Blow Dry Perfection Heat Protectant Cream

 

ყიდვა

 როგორ მუშაობს თერმო დამცავი?

თერმო დამცავი საშუალებები ქმნიან ერთგვარ გარსს ჩვენი თმის გარშემო, გარდა იმისა, რომ ამ შრის წყალობით ისინი იცავენ ჩვენს თმას, თერმო დამცავები ხშირად თმის დატენიანებასა და გლუვ იერზეც არიან პასუხისმგებელნი.

თერმო დამცავი საშუალებების გამოყენება ძალიან მარტივია: თმის გასასწორებელი თუ დასახვევი მოწყობილობების გამოყენებამდე სულ რამდენიმე წუთით ადრე შევისხუროთ ან შევიზილოთ თმაში, ასევე არ დაგავიწყდეთ მისი ამ ცხელ სეზონზე მისი გამოყენება.

Shine Enhancing Heat Protection Spray

 

ყიდვა 

Caviar Professional Styling Perfect Iron Spray

 

ყიდვა 

ზევით