#სილამაზე

რობოტი, რომელიც მანიკიურს 10 წუთში აკეთებს? Რა არის Clockwork MiNiCURE

გაზიარება:

ხელოვნური ინტელექტი რომ საუკუნის ყველაზე ცხელი თემაა, ვთანხმდებით. იმაზეც საუბრობენ, რომ ეს უკანასკნელი ბევრი პროფესიის წარმომადგენლებს ჩაანაცვლებს და მალე ამა თუ იმ სერვისის მისაღებად კონკრეტული სფეროს პროფესიონალის დაქირავება აღარ იქნება აუცილებელი. ეს საშიშროება ფრჩხილების ტექნოლოგებს არ ემუქრებათ, პირიქით, მათ ახალი რობოტის სახით დამხმარე გამოუჩნდათ, რომელიც ფრჩხილებზე ლაქის პროფესიონალურად დატანას სულ რაღაც 10 წუთს ანდომებს.

clockwork MiNiCURE, მანიკური, ხელოვნური ინტელექტი, ai, ფრჩხილების მოვლა, ფრჩხილების სალონი, ail bar, სწრაფი მანიკური

Clockwork MiNiCURE სპეციალური რობოტის მიერ შესრულებადი პროცედურაა, რაც ე.წ. მანიკიურის ექსპრეს ვერსიას წარმოადგენს. მოგეხსენებათ, რომ “მანიკიურის” პროცედურა ფრჩხილების მოწესრიგებას, მოვლას, დიზაინის შერჩევას და ლაქის წასმას მოიცავს. Clockwork MiNiCURE კი ჩამოთვლილი პუნქტებიდან მხოლოდ ბოლოს ასრულებს და რა თქმა უნდა, გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე სრული პროცედურა.

ფრჩხილების მოვლა, სწრაფი მანიკური, მანიკიური, ai, ხელოვნური ინტელექტი, ფრჩხილების სალონი

ეს უკანასკნელი იდეალურია მაშინ, როდესაც გვეჩქარება და სალონში 2 საათის გასატარებლად დრო არ გაგვაჩნია. Clockwork MiNiCURE სულ რაღაც 10 წუთს წაიღებს და შედეგად პროფესიონალურად გალამაზებულ ფრჩხილებს მიიღებთ. მოკლედ რომ ვთქვათ, რობოტი ფრჩხილებზე ლაქს გეომეტრიული სიზუსტით წაგისვამთ.

თუმცა…

პროცედურის მთავარი სირთულე იმაშია, რომ კლიენტი მაქსიმალურად გაუნძრევლად უნდა იჯდეს. მცირედი მოძრაობის შემთხვევაშიც კი შესაძლოა რობოტმა თქვენი თითების მონახაზი ვეღარ წაიკითხოს და პროცესი კრახით დასრულდეს. გარდა ამისა, პროცედურამდე ფრჩხილები თავად უნდა მოიწესრიგოთ, მოიცილოთ წინა ჯერზე წასმული ლაქი, ფრჩხილებს მისცეთ ფორმა და მხოლოდ ასე მომზადებული დაბრძანდეთ რობოტის მოპირდაპირედ სავარძელში. ჰო, ამ უკანასკნელს არც ჭორაობის ფუნქცია აქვს, ამიტომ უმჯობესია წინასწარ ტელეფონში Netflix-ზე რჩეულებში შენახული ფილმიც ჩართოთ.

clockwork MiNiCURE, მანიკური, მანიკიური, ფრჩხილების სალონი, nail bar, nail salon, ხელოვნური ინტელექტი, რობოტი

რა თქმა უნდა AI-ის შესაძლებლობების სრული სპექტრის გამოყენება ამა თუ იმ სფეროში ადამიანური რესურსის შემცირებას გამოიწვევს, ამიტომ ბევრი ხელოვნური ინტელექტის იდეას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, თუმცა ეჭვი გვეპარება Clockwork MiNiCURE ამ საშიშროებას წარმოადგენდეს.

ზევით