#MyCalvins: 45-წლიანი წარმატებული კამპანიის საწყისებიდან - ჯერემი ალენ უაითამდე

Calvin Klein-ის საცვლების რეპუტაცია ერთ ღამეში არ აშენებულა! ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი, ბოლო 45 წლის მანძილზე არ კარგავს პოპულარობას და ამის მიზეზები Calvin Klein-ის ფილოსოფიაში უნდა ვეძებოთ. როგორც კელვინ კლაინმა, ამერიკელმა დიზაინერმა, რომელმაც საცვლები სტატუსის სიმბოლოდ აქცია, ხოლო მისი მატარებლები სექს-სიმბოლოებად, ერთხელ თქვა: „რეკლამირების ერთადერთი სწორი გზა პროდუქტზე ფოკუსის არქონაა”, - მოახდინა რევოლუცია არა მხოლოდ მარკეტინგის, არამედ საცვლების კამპანიის წარმოების საკითხშიც.

Calvin Klein, კელვინ კლაინი, კელვინ კლაინის საცვლები

1980-იან წლებში, როდესაც კელვინ კლაინის ბრენდმა წარმატებას, ტანსაცმლის ხაზით მიაღწია, დიზაინერმა ინდუსტრიის ამოტრიალება მოდური საცვლების წარმოებით დაიწყო. იმ დროისთვის საცვლების ბაზრის პოტენციალი ჯერ კიდევ არ იყო აღმოჩენილი. ცნობილი დიზაინერები ფოკუსირებას იმ პროდუქტებზე ახდენდნენ, რომლებზეც მათი ლოგოს დანახვა მარტივად იქნებოდა შესაძლებელი. კელვინ კლაინმა ამ მიდგომაში პირადული გამოწვევა დაინახა და საცვლების, როგორც ფუფუნების საგნების შექმნას შეუდგა.

Calvin Klein, კელვინ კლაინი, კელვინ კლაინის საცვლები

1982 წელს, კელვინ კლაინმა, მარკეტინგული კამპანიის ხელმძღვანელად ბრიუს ვებერი დაიქირავა. წარმატებული პორტფოლიოს მქონე ვებერმა საზოგადოების ინტერესის გასაღვივებლად გამოიყენა ყველა შესაძლო გზა, მათ შორის ბილბორდები და ჟურნალების გარეკანები. Calvin Klein-ის საცვლების კამპანიისთვის შეირჩა ოლიმპიელი სპორტსმენი ტომ ჰინტინაუსი, რომლის ფოტოებიც ნიუ-იორკის ტაიმს სკვერზე გამოჩნდა.

Calvin Klein, კელვინ კლაინი, კელვინ კლაინის საცვლები

Calvin Klein, კელვინ კლაინი, კელვინ კლაინის საცვლები

Calvin Klein-ს, მამაკაცის საცვლებმა მყისიერი წარმატება მოუტანა. როგორც Bloomingdale’s New York იუწყებოდა, პირველ ორ კვირაში $65 ათასის საცვლები გაიყიდა. მხოლოდ საცვლების გაყიდვით მიღებულმა შემოსავალმა კი იმ წელს $4 მილიონს გადააჭარბა. მას შემდეგ რაც გაირკვა, თუ რამდენად მომგებიანი იყო Calvin Klein-ის საცვლები კომპანიისთვის, მწარმოებლებისთვის და მაღაზიებისთვის, რომლებიც მათ ყიდდნენ , ბრენდმა სწრაფად გამოუშვა Calvin Klein ქალებისთვისაც. მიუხედავად იმისა, რომ ქალებისთვის შექმნილი დიზაინი, მამაკაცის სტილისგან იყო ნასესხები, მხოლოდ პირველ ოთხმოცდაათ დღეში 80000 წყვილი გაიყიდა.

Calvin Klein, კელვინ კლაინი, კელვინ კლაინის საცვლები

მაინც, რამ განაპირობა Calvin Klein-ის საცვლების პოპულარობა? - ეს არ იყო არც მხოლოდ კარგი ქსოვილის ან რაიმე განსაკუთრებული დიზაინის დამსახურება, ამის მიზეზად, პირველ ყოვლისა, Calvin Klein-ის პრინტი იქცა, რომლის დანახვაც შარვლებიდანაც იყო შესაძლებელი. კელვინ კლაინმა გონივრულად გამოიყენა „ლოგომანიის“ ობსესია, რომელიც იმდროინდელ საზოგადოებაში იყო გავრცელებული და ეს საკუთარი ბრენდის წარმატების კოზირად აქცია. 

მეორე მხრივ კი, დიზაინერს არასდროს დავიწყებია თავისი მიდგომა: „რეკლამირების ერთადერთი სწორი გზა პროდუქტზე ფოკუსის არქონაა” და საცვლების კამპანიებში ორიენტირებას არა უშუალოდ საცვლებზე, არამედ იმ ადამიანებზე ახდენდა, რომელსაც ისინი ირგებდნენ. 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ჯონ ვარვატოსმა ეგრეთ წოდებული „ბოქსერების” დიზაინი შექმნა ბრენდისთვის, Calvin Klein-მა ის სამყაროს მარკ უოლბერგის და ქეით მოსის მეშვეობით გააცნო.

ძირითადად შავ-თეთრი და მინიმალისტური კამპანიებით, Calvin Klein ყიდდა არა საცვლებს, არამედ იმ ადამიანების მიერ მორგებულ თეთრეულს, რომლებიც მოდასა და პოპკულტურაში თავბრუდამხვევი წარმატებით სარგებლობდნენ. კრისტი ტარლინგტონი, ლარა სტოუნი, ჯოან სმოლსი, კენდალ ჯენერი, ჯასტინ ბიბერი თუ ბელა ჰადიდი - ათწლეულების განმავლობაში ცნობილი ადამიანები სხვა გავლენიან სახელებთან ერთად Calvin Klein-ის კამპანიის სახეებად გვევლინებოდნენ.

Calvin Klein, კელვინ კლაინი, კელვინ კლაინის საცვლები

სიამაყით შეგვიძლია ვახსენოთ ქართველი მოდელი მატილა გვარლიანიც, რომელიც ამ დროისთვის, Calvin Klein-ის არაერთ კამპანიაში მონაწილეობს.

შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ Calvin Klein-ის გუნდს არასდროს ღალატობდა წინათგრძნობა, თუმცა მერთ ალასის მიერ გადაღებული უახლსი კამპანიის პოპულარობის დონეს, ჯერემი ალენ უაითის მონაწილეობით, მაინც ვერავინ იწინასწარმეტყველებდა. სტუდიური ფოტოსესიებიდან - ნიუ-იორკის ცათამბრჯენის სახურავზე გადაღებულ ვიდეორგოლამდე, Calvin Klein-მა საცვლების რეკლამა ახალ საფეხურზე აიყვანა და თამასა საგრძნობლად გაზარდა.

 

ზევით