#სილამაზე

MM's Aesthetic Clinique - ახალი ესთეტიკური სივრცე თბილისში

გაზიარება:

სულ რამდენიმე კვირის წინ, ქართული ესთეტიკური სილამაზის ბაზარს ახალი კლინიკა MM's Aesthetic Clinique შეუერთდა, სწორად განსაზღვრული საკომუნიკაციო ენით, პროფესიონალი სპეციალისტებით, ულამაზესი ლოკაციითა და ყოველთვის თბილი გარემოთი, MM's Aesthetic Clinique-მა მარტივად მოახერხა კლიენტების მოზიდვა და მათთვის საკუთარი უპირატესობების ჩვენება.

როგორია ქალაქის შუაგულში გახსნილი უახლესი ესთეტიკური ცენტრის ფილოსოფია, რომელ მომსახურებებს სთავაზობს კლიენტებს, რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდა ბიზნესი საწყის ეტაპზე და რა გამოარჩევს მას კონკურენტებისგან, ამას ემ ემ'ს ესთეტიკის პიარისა და მარკეტინგის ხელმძღვანელის ანუკა შამუგიასგან ერთად შევიტყობთ.

როდის და რა მომსახურებებით გამოჩნდა ემემ'ს ესთეტიკ კლინიკა ესთეტიკური მედიცინის ინდუსტრიაში?

ემ ემ'ს ესთეტიკის გახსნამდე ვაკვირდებოდით და ვიკვლევდით ბაზარს, რომ გვცოდნოდა, რომელი პროცედურები იყო ყველაზე მოთხოვნადი და რა სიახლე შეგვეძლო შეგვეთავაზებინა მომხმარებლისთვის. პროცედურები, რომლებსაც ჩვენ გთავაზობთ არის: ლაზერული ეპილაცია სამსხივიანი უახლესი აპარატით, ბოტოქსი, გელი, პლაზმოლიფტინგი, მეზოთერაპია, ბიორევიტალიზაცია, კონტურული მაკიაჟი და კრიო თერაპია. სამომავლოდ, ვგეგმავთ დავამატოთ სხვა პროცედურებიც და უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ ჩვენი მომსახურება.

რა სახის სირთულეების წინაშე აღმოჩნდით ბიზნესის წამოწყების მომენტში?

რა თქმა უნდა, სირთულეები გარკვეული დოზით ყოველ ეტაპზე გვქონდა. მათგან უმთავრესი იყო საქართველოს ბაზარი, რომელიც ბოლო წლებში ძალიან განვითარდა სილამაზის ინდუსტრიის მიმართულებით. გვინდოდა, გამორჩეულები ვყოფილიყავით, გვქონოდა უახლესი აპარატები, რაც დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნდა გამოცდილი და კვალიფიციური სპეციალისტების მოზიდვა და კლინიკისთვის სწორი ლოკაციის შერჩევა.

ქართულ ბაზარზე ესეტიკური ცენტრების ნამდვილი მრავალფეროვნებაა, რა გამოარჩევს ემემ'ს ესთეტიკ კლინიკას სხვებისგან?

ემ ემ’ს ესთეტიკსში მყუდრო კომფორტული გარემოა შექმნილი. ჩვენ მუდმივად ვითვალისწინებთ პაციენტების რჩევებს. და ვცდილობთ უმაღლეს დონეზე ავიყვანოთ მომსახურების ხარისხი. ჩვენი სპეციალისტები გამოირჩევიან პაციენტების მიმართ ყურადღებიანი და თბილი დამოკიდებულებით.

რა სახის მომსახურებებს სთავაზობთ კლიენტებს და რომელია ყველაზე მოთხოვნადი პროცედურა ამჟამად?

მოთხოვნა პროცედურებზე ხშირად იცვლება. უმეტესად, ეს დამოკიდებულია სეზონზე. ამჯერად ძალიან მოთხოვნადია კრიო-პროცედურა ანუ მოყინვა ასევე აქტუალურობას არ კარგავს ტუჩის მოცულობის გაზრდა.

როგორ შეძელით ნდობის მოპოვება და როგორ მიმდინარეობს მისი შენარჩუნების ეტაპი?

ნდობის მოპოვება / შენარჩუნება,მოგეხსენებათ, ძალიან რთულია, განსაკუთრებით ასეთ კონკურენტულ ბაზარზე. მთელი ჩვენი გუნდი არ იშურებს ძალისხმევას, რომ ჩვენი პაციენტები ჩატარებული პროცედურებით კმაყოფილები იყვნენ და ბედნიერებმა დატოვონ კლინიკა.

ემემ'ს ესთეტიკ კლინიკის მენეჯმენტისა და მასში დასაქმებული სპეციალისტების შესახებ რას გვეტყვით

ემ ემ’ს ესთეტიკი დაკომოლექტებულია გამოცდილი კადრებით. მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მენეჯმენტი ზრუნავს ექიმებისა და პაციენტებისთვის იდეალური პირობების და სასიამოვნო გარემოს შესაქმნელად. რაც შეეხება სპეციალისტებს, მარიამ ლურსმანაშვილსა და მარიანა შუბითიძეს აქვთ უმაღლესი სამედიცინო განათლება და არიან კვალიფიცირებული ექიმები. აგრეთვე, დიპლომირებული არიან SOSKIN-ის აკადემიის მიერ.

როგორია ემემ'ს ესთეტიკ კლინიკის ფილოსოფია…

ემ ემ’ს ესთეტიკის მთავარი ფილოსოფია არის შინაგანი სილამაზის ასახვა გარეგნობაზე, უსაფრთხოების სრული დაცვითა და მაღალი ხარისხის მომსახურეობით.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები

სამომავლოდაც მრავალფეროვანი გეგმები გვაქვს. გვინდა, ხალხი გვიცნობდეს არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს ყველა დიდ ქალაქში. ასევე გვსურს მომხმარებელს შევთავაზოთ სხვა მომსახურებებიც. როგორიც არის მასაჟი და ფოტო-გაახალგაზრდავება. ჩვენთან შექმნილი კომფორტული, სალონური გარემო, საშუალებას მისცემს მომხმარებელს სასიამოვნოდ გაატაროს დრო მეგობართან ერთად და ამავდროულად ჩაიტაროს მნიშვნელოვანი პროცედურები.

ზევით