#მოდა #ცნობილები

მაილი საირუსის 5 ელფერი

გაზიარება:

Grammy-ის 66-ე დაჯილდოება რამდენიმე დღის წინ გაიმართა, თუმცა ერთ-ერთი გამომსვლელის ირგვლივ საუბარი არ წყდება, რომელმაც პირადი ტრაგედია წლის ყველაზე რეიტინგულ სიმღერად აქცია და ამაში შეერთებულის შტატების უმაღლესი მუსიკალური ჯილდოც დაიმსახურა. ასევე განხილვის თემად იქცა ამავე მომღერლის ჩაცმულობა, რომელმაც საღამოს განმავლობაში არაერთხელ, არამედ 5-ჯერ გამოიცვალა სამოსი. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ საუბარი ჩვენი დროის პოპ დედოფალზე - მაილი საირუსზეა.

ამ სტატიაში ჩვენი რედაქცია 2000-იანების Teen Queen-ის მუსიკალურ ქამელეონობას კი არა და, გრემის დაჯილდოებაზე მის გამორჩეულ ლუქებს განიხილავს. იმასაც გეტყვით რომ, Grammy-ის საუკეთესოდ ჩაცმულ მომღერლებსაც რომ გადასცემდნენ, მაილი არა ერთი, არამედ ხუთი ჯილდოთი ხელდამშვენებული გაემართებოდა სახლისკენ.

1. MAISON MARGIELA

დაუჯერებელია, თუმცა ეს კაბა, რომელმაც გრემის დაჯილდოებაზე დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, 14 000 ქინძისთავისგან ჯონ გალიანომ შექმნა. დიახ, ქინძისთავები, არ მოგესმათ! მომღერლის სტილისტმა, ბრედლი კენეთმა კაბას Christian Louboutin-ის ყვითელი ხავერდის ფეხსაცმელი შეუხამა. აღსანიშნავია მაილის ვარცხნილობაც, რომელიც ვარსკვლავების სტილისტს, ბობის ეკუთვნის. გრემის ღამეს მან მაილის თმებში 70-იანების დივას, რაკელ უელჩის სტილი გააცოცხლა. 

მაილი საირუსი

2. BOB MACKIE

სცენა მაილი საირუსმა Bob Mackie-ის ვინტაჟური კაბით დაიპყრო, რომელიც ამერიკელი დიზაინერის 2002 წლის კოლექციიდან გახლდათ. კოლექცია, რომელსაც To Broadway With Love ჰქვია, მიუზიკლებით  არის შთაგონებული. თავად ბობ მაკი კი 84 წლის მოდისა და სასცენო კოსტიუმების ცნობილი დიზაინერია. წლების მანძილზე ბობი ისეთ ცნობად სახეებთან მუშაობდა, როგორიც მერილინ მონრო, ელტონ ჯონი, ლაიზა მინელი, დაიანა როსი, თინა ტერნერი, მარლენ დიტრიხი, ბარბრა სტრეიზანდი, ოპრა უინფრი და მათ შორის უკვე მაილი საირუსიც არის. როგორც მაკი აღნიშნავს: "ყოველ ჯერზე, როდესაც მაილი საირუსი ჩემი დიზაინის სამოსს ირჩევს სასცენოდ, აღფრთოვანებას ვერ ვმალავ, ვინაიდან მაილის უყვარს შესრულება და უყვარს შემოსვა. ის სცენაზე ყოფნის ყოველი წამით ტკბება".  

miley cyrus, მაილი საირუს

3. BOB MACKIE

სცენიდან ჩამოსულმა საირუსმა ისევ Bob Mackie-ის ვინტაჟური სამოსი მოირგო, მხრებზე კი ბუმბულებიანი ბოლერო მოიგდო. 

miley cyrus, მაილი საირუსი

4. TOM FORD

წლის საუკეთესო პოპ სოლო შესრულებისთვის ჯილდოს მიღებისას, რომელიც მომღერალს მერაია ქერიმ გადასცა, მაილის Tom Ford-ის კომბინეზონი ეცვა.

მაილი საირუსი

5. GUCCI

რიგით მეორე გრემის მისაღებად, მაილი საირუსი Gucci-ის შინდისფერი კაბით მოგვევლინა. კაბა მილანელმა დიზაინერმა, საბატო დე სარნოსმა შექმნა, რომელიც გუჩის მოდის სახლის კრეატიული დიზაინერი 2023 წელს გახდა. მომღერალს ფეხზეც ამავე ფერის, Gucci-ის ქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა და შინდისფერი ჩანთაც - Bamboo 1947, ამავე ბრენდის კოლექციიდან ჰქონდა შერჩეული.

მაილი საირუსი

ზევით