16 წლის ლიზა კობერიძის გზა მილანის მოდის კვირეულამდე

გაზიარება:

გასულ კვირას, 16 წლის ქართველი მოდელი ლიზა კობერიძე მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ, Dolce&Gabbana-ს 2022 წლის გაზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე ვიხილეთ, სულ რამდენიმე საათის წინ კი ახალგაზრდა მოდელი Luisa Spagnoli-ს ჩვენებაზე გამოვიდა.

ლიზასთვის, მილანის მოდის კვირეულზე მოხვედრა და მსგავს ჩვენებებში მონაწილეობა, კარიერაში გადადგმული ყველაზე თამამი, გაბედული და წარმატებული ნაბიჯია, თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ მისი გარეგნობის, ინდივიდუალიზმის და შემართების წყალობით, ახალგაზრდა ქართველი მოდელი კიდევ ბევრ წარმატებას მიაღწევს სამოდელო სფეროში. მანამ კი ერთად მოვისმინოთ რა გზა განვლო ლიზამ მილანის მოდის კვირეულამდე.

ლიზა კობერიძის პირადი ისტორია:

მოდელობა 12 წლის ასაკში დავიწყე, Natali Models-ის ქასთინგის გავლის შემდეგ, რადგან ახლახან გავხდი 16 წლის, ჩემი პირველი მნიშვნელოვანი ჩვენება სწორედ მილანის მოდის კვირეულს უკავშირდება. ჩვენებაზე საერთაშორისო სააგენტოს MG MODEL-ის დახმარებით მოვხვდი, რომელთანაც რამდენიმე თვეა დავდე კონტრაქტი. პირობები არის ენით აღუწერელი სიამოვნებით ვიმუშავებდი მათთან კიდევ ერთხელ.

მთავარი, პროფესიაში, რა თქმა უნდა, თავდაჯერებულობაა მის გარეშე ამ სფეროში ვერავინ ვერ გაიტანს თავს რადგან ძალიან დიდი კონკურენციაა.

მოდელის პროფესია არ არის სათანადოდ დაფასებული საქართველოში რადგან ეს ჯერ კიდევ ახალია ჩვენთვის, შესაბამისად ანაზღაურებაც საკმაოდ დაბალია, ვისურვებდი მეტი პატივისცემა ჰქონდეთ მოდელების მიმართ . აქაური სამუშაო გარემო ძალიან განსხვავდება საქართველოსგან, ყველაფერი არის ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი, ეს ყველაფერი მრავალწლიანი გამოცდილების შედეგია, ასე რომ, ვფიქრობ, საქართველოშიც მალე გვექნება მსგავსი სიტუაცია და გარემო.

სტეფანო და დომენიკო არიან ყველაზე თბილები, ძალიან კარგი აურა აქვთ, პოზიტივით სავსე

პოდიუმის მიღმა ყველაფერი ძალიან კარგად არის ბევრი მოდელი მეგობარი მყავს და დიზაინერებს რაც შეეხება, ორივე მხარეს კარგი დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთის მიმართ.

ზევით