#მოდა #მუსიკა #კინო

LGBTQIA+ თემის წარმომადგენლები და სტილის გმირები, რომლებმაც მოდა სამუდამოდ შეცვალეს

გაზიარება:

ელტონ ჯონი

სერ ელტონ ჯონი ექსტრავაგანტულობასთან მას შემდეგ ასოცირდება, რაც ის მუსიკალურ ინდუსტრიაში გამოჩნდა. ჯერ კიდევ 70-იანი წლებიდან მოყოლებული, ელტონ ჯონის ფერადმა პრინტებმა, ძვირადღირებულმა ნაჭრებმა და პირადი სტილის შტრიხად ქცეულმა სათვალეებმა მილიონობით გულშემატკივარი შეიძინა.

ჯორჯ მაიკლი

თუ კი ოდესმე ფოჩებიანიი ტყავის მოსაცმელი ან ჯინსის ორეული გცმიათ, მაშინ ამისთვის მადლობა გასული საუკუნის საკულტო ფიგურას - ჯორჯ მაიკლს უნდა გადაუხადოთ. 

კარლ ლაგერფელდი

ამ თემაზე საუბარს, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი დიზაინერისა და შემოქმედის კარლ ლაგერფელდის შეტანილი ღვაწლის გარეშე ვერ განვაგრძობთ. კარლმა შექმნა უკვდავი სილუეტები, მარადიული კლასიკა და იმავდროულად პირადი სტილი, რომელიც ყოველ ჯერზე, ახლიდან იწვევს აღფრთოვანებას.

ფრედი მერკური

ლეგენდარული მუსიკოსის, ფრედი მერკურის, სასცენო თუ ყოველდღიური სტილი ყურადღების მიღმა არასდროს დარჩენილა, ფრედი იყო ეპატაჟური, კრეატიული, განსხვავებული და ყოველთვის ხმაურიანი, ის ყოველთვის ყურადღების ცენტრში გახლდათ, თუმცა სხვაგვარად ხომ წარმოუდგენელიც კი იყო.

დევიდ ბოუი

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მუსიკოსის, საკულტო ფიგურის პირადი ცხოვრება და ორიენტაცია, ათწლეულების წინ მედიის განხილვის სერიოზულ საგნად იქცა, სადაც ბევრ ქილიკს და ძალიან ცოტა თანადგომას თუ ამოიკითხავდით, თუმცა ამას დევიდ ბოუისთვის ხელი არ შეუშლია ყოფილიყო დიდებული მომღერალი, მკაცრად ინდივიდუალური სტილითა და შეხედულებებით.

ზევით