#სილამაზე

LATTE-MAKEUP - TIKTOK ტრენდი, იდეალური მაკიაჟი მზიანი შემოდგომისთვის

გაზიარება:

დამატენიანებლის სენდვიჩით დაწყებული, მოჭიქული ფრჩხილებით დამთავრებული გურმანური სილამაზის ტენდენციები წელს სოციალურ მედია პლატფორმებზე მოწინავე ადგილს იკავებდა და რადგან 2023 ჯერაც არ დამთავრებულა, წინ კიდევ ერთი საინტერესო ტრენდი უნდა წარმოგიდგინოთ, რომელსაც LATTE-MAKEUP-ის სახელით ვიცნობთ. #lattemakeup (TikTok-ის უახლესი მაკიაჟი) არის კრემისებრი, თბილი nude და ყავისფერი ელფერების მომხიბლავი ნაზავი, რომელიც შერწყმულია ბრინჯაოსფერთან, მბზინავი ფინიშით. მაკიაჟი უნივერსალურია და ერგება კანის სხვადასხვა ტონალობას და რაც მთავარია იდეალურია შემოდგომის მზიანი დღეებისთვის.

@stxph.h one oat latte with caramel drizzle to go please ☕️ #lattemakeup #lattemakeuplook #makeuptutorial Products: - YSL Crush Liner (brown & black) - Too Faced Ginger Snap Palette - MAC amber times nine palette - Chanel Beauty Baume Essential Multi Use Stick (transparent) - Lancome Lash Idole Mascara #greenscreen ♬ original sound - stephhui

LATTE-MAKEUP მშვიდი ფუფუნების ტენდენციის გაგრძელებაა, რომელსაც სათავეში ჰეილი ბიბერი და სოფია რიჩი ჩაუდგნენ.

„ბევრი ჩემი ცნობილი კლიენტი ითხოვს ამ ტიპის მონოქრომატულ იერს, როგორც წითელ ხალიჩაზე, ასევე მის გარეთ“, - ამბობს ვიზაჟისტი ემილი ვუდი LATTE-MAKEUP-ის ტენდენციის შესახებ. „თბილი nude ტონები გვთავაზობს მუდმივ, ზრდასრულთა ლუქს ესთეტიკას, ხოლო ისეთი ფერის შეტანა მაკიაჟში, როგორიცაა ბლაში, მას უფრო მხიარულს ხდის. გარდა ამისა, ეს არის ძალიან მარტივი, მაკიაჟი, რომლის მიღწევაც ყველას შეუძლია.

კანის მომზადების შემდეგ ჰიალურონის მჟავის შრატით და მსუბუქი დამატენიანებელი სახის კრემით, რათა ნამდვილად დაიბლოკოს ტენიანობა და გარანტირებული გქონდეთ კარგი ბზინვარება, წაისვით შეფერილი დამატენიანებელი მთელ ზედაპირზე ერთგვაროვანი დაფარვისთვის - ეს სილამაზის ლუქის ქვაკუთხედია. თუმცა არსებობს პატარა ხრიკი, შეგიძლიათ შეფერილი დამატენიანებელი წაისვათ მთელ სახეზე ცხვირის გარდა, ეს ქმნის იმის ილუზიას, რომ ნაკლებ მაკიაჟს ატარებთ.

@daniellemarcan latte makeup ☕️ i tagged all the products on my ig xx #lattemakeup #beauty ♬ lie - Nessa Barrett

ბრონზერი მაკიაჟის ნამდვილი ვარსკვლავია, თუმცა sun-kissed ეფექტის მისაღებად, გირჩევთ, არ გამოიყენოთ პროდუქტი დიდი რაოდენობით. მიჰყევით ვიდეო ინსტრუქციას და დაიტანეთ ბრონზერი ღაწვებისა და თმის ზოლის გასწვრივ.

და დგება თვალების ჯერიც, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ყავისფრის გრადაციები, აგრეთვე ღია კარამელის ტონები უფრო ნეიტრალური მაკიაჟის მისაღებად. დაიწყეთ მუქი-ყავისფერი თვალის ჩრდილით, რომელიც უნდა წაისვათ ქუთუთოებზე, კარგად ჩაშალეთ ჩრდილი მიმართეთ იგი წარბის ძვლისკენ. შემდეგ, ზემოდან დაიტანეთ თბილი ყავისფერი ჩრდილი და დაამატეთ ოქროსფერი ბზინვარება თვალების შიდა კუთხეში. გაიმეორეთ იგივე თვალის ქვედა ნაწილში.

ზევით