კიმ კარდაშიანმა პრინცესა დაიანას ნაქონი ამეთვისტოს ჯვარი $197,453-ად შეიძინა

დასავლური მედიის ცნობით, კიმ კარდაშიანი ძვირადღირებული სამკაულის მფლობელი გახდა, რომელიც არც მეტი არც ნაკლები პრინცესა დიანას ეკეთა. Catherine Walker-ის იასამნისფერი კაბით, მარგალიტის ყელსაბამითა და Attallah ამეთვისტოს ჯვრით, უელსის პრინცესა, 1987 წელს ლონდონში, Birthright-ის საქველმოქმედო გალა საღამოზე გამოჩნდა.

Sotheby-ს აუქციონზე, კიმმა, პრინცესა დიანას ნაქონი ჯვარი $197,453-ად შეიძინა. ლედი დიმ ამეთვისტოსა და ბრილიანტების ჯვარი Garrard-ის საიუველიტო კომპანიისგან ითხოვა, წლების განმავლობაში, პრინცესა დიანამ არა ერთხელ მოირგო ეს უმშვენიერესი სამკაული. უელსის პრინცესას ტრაგიკულად გარდაცვალების ჩემდეგ, ჯვარი Asprey & Garrard-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა შეიძინა, რომლის გარდაცვალების შემდეგაც სამკაული მის ქალიშვილს რამსეი ატალასს გადაეცა.

გარკვეულწილად, ეს არაჩვეულებრივი გულსაკიდი სიმბოლოა პრინცესას მზარდი თავდაჯერებულობისა სამკაულების არჩევანში, მისი ცხოვრების ამ კონკრეტულ მომენტში.

კიმ კარდაშიანისთვის ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ, როდესაც ის საკულტო მოდური მომენტის გამეორებას ცდილობს. 2022 წლის Met Gala-ზე კიმი, მერილინ მონროს ცნობილი კაბით გამოჩნდა, 

ზევით