K-Beauty-მ ნამდვილი რევოლუცია მოახდინა კანის მოვლის ინდუსტრიაში. კორეული სახის მოვლის რიტუალები და მეთოდები უძველესი დროიდან იღებს სათავეს და სწორედ ამ საუკუნოვან ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით იქმნება და მუდმივად იხვეწება მოწინავე კვლევების მეშვეობით K-Beauty პროდუქცია.
K-Beauty is a Key to Beauty.
K-Beauty სახის კანის მოვლაში მსოფლიო ლიდერია. კორეულმა ბრენდებმა მომხმარებლის ქცევა შეცვალეს. ახლა დანამდვილებით ვიცით, რომ კარგი ტონერი არ ასოცირდება ფუფუნების საგანთან. კორეული კოსმეტიკა ხელმისაწვდომია და ამავდროულად მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ხოლო რაც მთავარია, თითოეული პროდუქტი კანის სიჯანსაღეზე ზრუნავს.
TheDiary-ს რედაქციამ K-Beauty-ს საუკეთესო პროდუქტები შეკრიბა, რომელიც ჩვენი აზრით თქვენს ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს.
ჩვენი სწრაფვა მუდმივი ახალგაზრდობისკენ უცვლელია. სახის კანის მოვლის იდეალურ რუტინაში ლოკოკინას მუცინი ბოლო პერიოდია ლიდერობს. მან პოპულარობა სამკურნალო თვისებებით მოიპოვა. ლოკოკინას მუცინს შეუძლია თქვენი კანის ტრანსფორმაცია და თუ კი ამ პროდუქტს ყოველდღიურ რუტინაში დაამატებთ, ის შეიძლება game-changer-ად იქცეს.
K-Beauty-ს უნაკლო კანი ახალგაზრდული და დატენიანებულია, რომელსაც ხავერდოვან-გლუვი ზედაპირი აქვს ფორებისა და ნაკლოვანებების გარეშე. თუკი ექსფოლაცია საერთოდ უგულებელყოფილია თქვენს რუტინაში, დროა ცვლილებები შეიტანოთ მასში. ექსფოლაციის მოკლევადიანი სარგებელი ფორების გასუფთავებაა, ხოლო გრძელვადიანი სარგებელი - კოლაგენის წარმოების გაძლიერება. ეს კი საბოლოოდ კანს გახდის გლუვს და მას ნათელ ფერს შესძენს.
როდესაც საქმე K-სილამაზეს ეხება, კოლაგენი მთავარი მოთამაშეა. სილამაზის ინდუსტრიის ყველაზე მოთხოვნადი ინგრედიენტი ცნობილია კანის ელასტიკურობის გაუმჯობესების, ნაოჭების შემცირებისა და დატენიანების უნარით.
კორეელი ქალების ცხოვრება ნაჭრის ნიღბის გარეშე წარმოუდგენელია. დილით კანი თბილი წყლით ჩამოიბანეთ და კარგად გაიმშრალეთ, შემდეგ კი კანის პილინგით (თუმცა ეს კვირაში 2-ჯერ არის მხოლოდ რეკომენდებული) მოახდინეთ მკვდარი უჯრედების ექსფოლაცია. შემდეგი ეტაპი ტონერია, რომელიც კანის PH ბალანს აღადგენს. ტონერის შემდგომ კი 15-20 წუთით სახეზე ნაჭრის ნიღაბი დაიდეთ. ჩვენ ჰიალურონის ნაჭრის ნიღაბს გირჩევთ, ვინაიდან ეს ინგრედიენტი უზრუნველყოფს კანის ინტენსიურ დატენიანებას. დატენიანებულ კანზე კოლაგენის აღმდგენი კრემი წაისვით, თვალების ირგვლივ კი, ლოკოკინას მუცინის კრემი. ვუალა, თქვენ K-Beauty-ს გზას დაადექით, რომლის მთავარი მიზანი კანის სიჯანსაღეა.
ოქტომბრის ცა ოცნებებზე და მიზნებზე, ეს შთამაგონებელი დრამაა, რომელიც ჰომერ ჰიკამის რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული. ახალგაზრდას დასავლეთ ვირჯინიაში, ერთადერთი მომავალი ესახება - მამამისის კვალს გაჰყვეს და ადგილობრივ ქვანახშირის მაღაროში დაიწყოს მუშაობა.
მზის სხივების ქვეშ გატარებულმა ზაფხულის თვეებმა გარუჯული კანით დაგვიტოვა. მზის ზემოქმედება, სითბო და გარემო ფაქტორები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენი კანისა და სხეულის მდგომარეობაზე. დღევანდელ სტატიაში პლასტიკური ქირურგი - მარიამ წივწივაძე იმ პროცედურებს გაგიზიარებთ, რომლებიც ზაფხულის შემდგომ კანისა და სხეულის გაჯანსაღებაში დაგეხმარებათ.
Carolina Herrera-ს ახალი სურნელი მეტია, ვიდრე უბრალოდ სუნამო - ეს არის ოდა მიძღვნილი თანამედროვე ქალისადმი. 18 სექტემბერს ისი პარიმ ქალები დახურულ ვახშამსა და სუნამოს პრეზენტაცია მიიწვია.