ქართულ პარფიუმერულ ბაზარს კიდევ ერთი ლეგენდარული, ფრანგული ბრენდი შემოუერთდა. ნინა რიჩის შვილიშვილის - რომანო რიჩის მიერ შექმნილი ბრენდის - Juliette has a gun ოფიციალური პრეზენტაცია სასტუმრო Radisson RED-ში, ცნობილი სახეების და ინფლუენსერების გარემოცვაში გაიმართა.
პარიზსა და გრასს შორის შექმნილი სუნამოს გმირი შექსპირის უკვდავი პერსონაჟის, ჯულიეტას, 21-ე საუკუნისეული ვერსიაა. ის თანამედროვეობას მეტაფორული იარაღით - მაცდური სუნამოთი ევლინება.
ცნობილ ბრენდს საქართველოში უკვე ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. საღამოზე მოწვეული სტუმრების დიდი ნაწილი Juliette has a gun-ის სუნამოების აქტიური მომხმარებელი აღმოჩნდა.
საღამო ბრენდის წარდგენით დაიწყო. ბრენდისა და Estel Georgia-ს შესახებ ინფორმაცია მანიკა ასათიანმა გაგვაცნო, რომელმაც საღამოს წამყვანის ამპლუა მოირგო. მოგვიანებით კი სცენა ცნობილი მოცეკვავის - ანა ლოლაძის გუნდმა დაიკავა და შეკრებილ სტუმრებს რამდენიმე თავბრუდამხვევი ცეკვა შესთავაზა.
ფერადი კოქტეილებით, კლუბური განათება და DJ Anna Sué-ის სეტი ზუსტად იმ განწყობას ქმნიდა, რასაც ფრანგული ბრენდის არომატები გადმოსცემს - ემოციას, რომელიც გაცილებით მეტია, ვიდრე "უბრალოდ კარგი სურნელი".
აღნიშნული ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი, Estel Georgia გახლავთ, რომელიც პორტფოლიოში ათეულობით ექსკლუზიურ ბრენდს აერთიანებს. ზემოთ ხსენებული საღამოს ორგანიზებაც სწორედ ჰოლდინგის ქართული წარმომადგენლობის ანგარიშზეა.
საღამო ძლიერი და დამოუკიდებელი ადამიანებისთვის, რომლებიც ირჩევენ Juliette Has a Gun-ს - ამ მესიჯის მატარებელი გახლდათ წვეულება, რომლის შემდეგაც ეჭვი არ გვეპარება, რომ ნიშ პარფიუმერიის ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდის მომხმარებელი კიდევ უფრო მეტი ჩვენგანი გახდება.
ჯენიფერის თავდაპირველი ჩანაფიქრის მიხედვით სახლი ძველი და ისტორიული უნდა ყოფილიყო, თუმცა ამავდროულად, დიდი ოჯახისთვის პრაქტიკული. მსახიობის რეზიდენცია ფერმერის სახლის სტილისა და თანამედროვე ინოვაციური დიზაინის ნაზავს წარმოადგენს.
იტალიელი დიზაინერი, ჯამბატისტა ვალი წლებია საფრანგეთში ცხოვრობს და მოდის სამყაროში წარუშლელ კვალს ტოვებს. ცოტა ხნის წინ ის ოჯახთან ერთად სენაზე არსებულ კუნძულზე, სენ-ლუიზე გადავიდა საცხოვრებლად.
თანამედროვე სწრაფად ცვალებადი სამყაროს მიღმა არსებობს ადგილები, სადაც ჰაერი კვლავ ჯადოსნური მტვერითაა გაჟღენთილი. პატარა, მყუდრო ქალაქები, რომელთა თითოეული კუთხე-კუნჭული მეზღაპრეების წარმოსახვაში დაიბადა, იქ ჩასული კი თქვენც მაგიური სცენარის ნაწილად იქცევით. ევროპის პოპულარულ, ტურისტებით სავსე ქვეყნებში არაერთი უძველესი ზღაპრული ქალაქი ბუდობს, დღევანდელი სტატია კი რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ.