#სილამაზე

JEAN-PAUL GAULTIER-ის DIVINE-ის პრეზენტაცია: „მე ვარ ქალი, რა შეიძლება იყოს უფრო ღვთაებრივი?“

გაზიარება:

Jean Paul Gaultier-ს Classique-ის პარფიუმერულ სამყაროში დებიუტიდან 30 წლის შემდეგ, სუნამოს მემკვიდრეობაზე დაყრდნობით, უფრო თანამედროვე, მრავალფეროვანი, მგრძნობიარე და თავისუფალი, ღვთაებრივი სურნელი - Divine შეემატა, რომლის პრეზენტაციაც თბილისში, 17 ოქტომბერს შედგა. ისი პარიმ ჟან პოლ გოტიეს ახალი სუნამოს პრეზენტაცია, რესტორან თეატრში, პრესისა და მედიისთვის გამართა. ღონისძიებას ინფლუენსერები და ბლოგერებიც ესწრებოდნენ.

The Diary-ს შესაძლებლობა მიეცა Divine-ის ღვთაებრივი დღესასწაულის ნაწილი გამხდარიყო, ხოლო დღეს ვეცდებით, Gaultier-ის სახლის ახალი სურნელი ახლოდან გაგაცნოთ. მოგეხსენებათ, 1976 წლიდან მოყოლებული, ჟან პოლ გოტიეს მთავარ შთაგონებას ქალები წარმოადგენდნენ. ბრენდის მთავარ ორიენტირად დღემდე ქალების უნიკალურობისა და ინდივიდუალიზმის ხაზგასმა რჩება და ეს Divine-შიც მარტივად იკითხება.

„მე ვარ ქალი, რა შეიძლება იყოს უფრო ღვთაებრივი?“ - Gaultier Divine Eau de Parfum გენდერული ნორმებისგან თავისუფალი ქალების დღესასწაულია, ქალების, რომლებიც თავად ადგენენ წესებს და თავად წერენ საკუთარ ისტორიას. რევოლუციური? ძლევამოსილი? - საუკეთესო! ქალები, რომლებიც სიამაყით გამოხატავენ საკუთარ თავს ისეთს, როგორებიც სინამდვილეში არიან.

Jean-Paul Gaultier-ის საკულტო კორსეტის ფლაკონში მოთავსებული მარილიანი კოცნა, განუმეორებელ პარფიუმერ კვენტინ ბიშს ეკუთვნის. ყვავილოვანი და ტკბილი, მარილიანი ზღვის ელემენტებით გაჯერებული Divine  90% ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებით მზადდება. სუნამო ამავდროულად, არის ვეგანური და cruelty free. 

Gaultier Divine Eau de Parfum-ის პრეზენტაციის სტუმრებს, ისი პარიმ შესაძლებლობა მისცა, საკუთარ კანზე შეეგრძნოთ ამ მარილიანი კოცნის დაუვიწყარი არომატი, რომელიც თითქოს შემოდგომის სეზონისთვის არის შექმნილი და ერთდროულად საუკეთესო მოგონებებსა და მათი ხელახალი ინტერპრეტაციის საშუალებას წარმოშობს. პრეზენტაციაზე, ხაზი გაესვა იმ ფაქტსაც, რომ „Gaultier-ს სამყაროში, ქალები ქალღმერთებად ცხოვრობენ“ და არც ეს ღამე იყო გამონაკლისი.

ღონისძიების თითოეულ სტუმარს, შინაგანი ქალღმერთის გამოსაღვიძებლად, pop-up სივრცეში პირადად შეეძლო Divine-ის ოქროსფერი მეტალის კორსეტისა და თავსაბურავის მორგება. მისი მნიშვნელობის ხაზგასასმელად და პატივისცემის გამოსახატად კი სტუმრებს მანიფესტაციის კარტები გადაეცათ, რომელიც შთამაგონებელი და პოზიტიური მანტრით იყო დატვირთული.

ზევით