#სილამაზე

It's A 10 - ყველაფერი, რაც თმის მოვლის პრემიუმ ბრენდის შესახებ უნდა იცოდეთ

გაზიარება:

It's A 10 Haircare ფართოდ დამკვიდრებული პროფესიონალური თმის მოვლის ხაზია, რომელიც მსოფლიოში არსებული სილამაზის სალონებისა თუ მაღაზიების მეშვეობით, მომხმარებელს უნიკალურ, მულტიფუნქციურ და მრავალდანიშნულებიან პროდუქტს სთავაზობს. ბრენდი, რომელიც უდავოდ შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც ათიდან-ათი, საქართველოში profbeauty.ge-ს ონლაინ პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი.

10-წლიანი ისტორიის დასაწყისი

It’s A 10 Haircare - ეს არის ერთერთი იმ ცოტა პროფესიონალური თმის მოვლის ბრენდთაგან, რომელიც სრულად ქალის მფლობელობაშია. ის ქეროლინ არონსონმა დააარსა 2005 წელს -მაშინ, როცა თავად სილამაზის სალონის მეპატრონე და სტილისტი იყო. დღეს ქეროლინი წარმატებული მულტი-მწარმოებელი, ფილანტროპისტი და კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია. 2017 წელს, ბიზნეს პარტნიორის კუთვნილი წილის შესყიდვის შემდეგ, ქეროლინმა ბრენდზე სრული მფლობელობა მოიპოვა.  ამასთან, 2020 წელს ბიზნესლედიმ ახალი კომპანიის - Be A 10 Cosmetics შექმნა დააანონსა და დამფუძნებლისა და დირექტორის როლი აქაც თავადვე შეითავსა.

It's a 10 Miracle Daily Conditioner

ყიდვა

მომხმარებელზე მორგებული სილამაზის ბრენდი

როგორც ქალის მფლობელობაში არსებულ ცოტაოდენ ბრენდთაგან ერთერთი, It’s A 10 Haircare - ის მიზანი მომხმარებლისთვის თმის საუკეთესო და პროფესიონალური გამოცდილების მინიჭებაა. It’s A 10 Haircare - ის კოლექცია მოიცავს მაქსიმალურად გამარტივებულ და სრულყოფილებამდე მიყვანილ „10 ერთში“ მრავალფუნქციურ და განსაკუთრებულ პროდუქტებს, რომლებსაც თმის ყველა საჭიროების დაკმაყოფილება შეუძლიათ. ქეროლინ არონსონის კომპანია მსოფლიოს მასშტაბით უამრავ ქალსა და კაცს დაეხმარა, რათა მათ თავი ეგრძნოთ და ყოველდღიურად გამოიყურებოდნენ საუკეთესოდ. ამ გზით თვით ქეროლინსაც ეძლევა საშუალება თავისი მთავარი მიზნის განსახორციელებლად, რაც მსოფლიოს უკეთეს ადგილად გადაქცევას, წარმატებული ოჯახის შექმნასა და განსხვავებული და მრავალფეროვანი ადამიანებით სავსე კულტურის ჩამოყალიბებას გულისხმობს.

It's a 10 Miracle hair mask

ყიდვა

It's a 10 Miracle silk leave in

ყიდვა

It’s a 10-ის კონცეფცია და ბრენდის სამომავლო გეგმები

აღსანიშნავია, რომ It's A 10 Haircare წარმოიშვა იმ იმედგაცრუებისა და გაღიზიანების ნიადაგზე, რომელსაც ბრენდების მიერ ნაკლებსარგებლიანი და თან ძნელად გამოსაყენებელი პროდუქტების გამოშვება იწვევდა. არონსონმა გადაწყვიტა ყველასთვის ხელმისაწვდომი თმის მოვლის ხაზის შექმნა, რომელიც სალონის დონის შედეგის მიღწევას მხოლოდ ერთ ბოთლში შეძლებდა.

მან წარმოება ვარსკვლავური პროდუქტით, Miracle Leave-In-ით დაიწყო და მალე მოიპოვა კიდეც პოპულარობა იმ პროფესიონალი თმის სტილისტების დახმარებით, რომლებიც ამ სასწაულებრივ პროდუქტს თავიანთ კლიენტებს უზიარებდნენ. ბრენდი დღემდე აგრძელებს მომხმარებლის მოთხოვნაზე დაფუძნებული პროდუქციის შექმნას და ბოლო პერიოდში, ხანგრძლივი კვლევის შემდეგ, განსაკუთრებულად ხვეული თმისთვის შექმნილი Coily Miracle + სკალპის აღმდგენი კოლექცია გამოუშვა. ბრენდი წარმატებით მოქმედებს მსოფლიოს 75+ ქვეყანაში და აგრძელებს გაფართოებას მომხმარებელთა დიდი რიცხვის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით.

ზევით