#მოგზაურობა

მომაჯადოებელი ალგარვი და EPIC SANA

გაზიარება:

| ნინელი კიკალია | 

პორტუგალია ათწლეულების განმავლობაში, მზის, ზღვისა და ქვიშის მაძიებლების საოცნებო ადგილს წარმოადგენს. მიუხედავად მისი პოპულარობისა, ალგარვის რეგიონი ახალი და იდუმალი ადგილებით ტურისტების გაოცებას არ წყვეტს. ალგარვი პორტუგალიის უკიდურეს სამხრეთში მდებარეობს და ხმელთაშუაზღვისპირული ზომიერი კლიმატის გამო ყველა სეზონზე ტურისტების go-to მიმართულებაა. რეგიონში მდებარე ქალაქი ალბუფეირა თავისი მომხიბვლელი ისტორიით, განსაცვიფრებელი სანაპიროთი და ბუნებით პორტუგალიის მარგალიტია. ოდესღაც მეთევზეთა სოფელი დღეს ერთ-ერთი საუკეთესო დასასვენებელი ლოკაციაა არა მხოლოდ პორტუგალიაში, არამედ მთელს ევროპაში.

portugal, algarve, coast, პორტუგალია, ალბუფეირა, ალგარვე

ალბუფეირას ისტორია რომაული დროიდან იღებს სათავეს, მისი სახელი კი არაბულად ლაგუნას ნიშნავს. ქალაქის ისტორიული ცენტრი ვიწრო ქუჩების ლაბირინთია, რომელსაც ულამაზეს თეთრ შენობებამდე და თვალწარმტაც სანაპირომდე მივყავართ. ამ მხარეში სეირნობისას დამთვალიერებლებს უძველესი ეკლესიების, უნიკალური მოედნებისა და ქალაქის მავრული წარსულის ნაშთების დათვალიერება შეუძლიათ. მისი ქვიშიანი სანაპიროები კი თავს სამოთხეში გაგრძნობინებთ.

სწორედ ამ ულამაზესი ქალაქის მახლობლად ლამაზად გამწვანებულ ბაღებს შორის თქვენთვის გასაოცარი ადგილი აღმოვაჩინეთ. Epic Sana Algarve 5-ვარსკვლავიანი კურორტია, რომელიც ბუნებით გარშემორტყმულ გარემოში დაუვიწყარ დასვენებას გპირდებათ.

ნანკა კიკალია, პორტუგალია, მოგზაურობა, thediary, ჟურნალი, ქალები ბიზნესში, portugal

Epic Sana Algarve-ს ელეგანტური ვიზუალი, მაღალი დონის სასადილოები და ცნობილი Sayanna Wellness Spa გამოარჩევს. სტუმრებს სპა და ფიტნეს პროცედურების სრულ ასორტიმენტზე აქვთ წვდომა, ამასთან ერთად მთელი ტერიტორია აუზებითა და ტერასებითაა სავსე. სასტუმრო საუკეთესო არჩევანია როგორც წყვილების რომანტიული დასვენებისთვის, ისე საოჯახო არდადეგებისთვის. აპარტამენტები მთელი დღის მანძილზე აუზებს, სპას თუ სხვა სარელაქსაციო პროცედურას გთავაზობთ.

portugal, hotel, booking

portugal, travel

სასტუმროს კერძო ბილიკი Falèsia-ს სანაპირომდე მიგიყვანთ. 

falesia coast, epic sana hotel algarve, portugal, პორტუგალია

ალგარვში მდებარე ეს სასტუმრო იდეალური განლაგებით, ფიჭვნარითა და განსაცვიფრებელი სანაპიროთი და ამ მხარის ნამდვილი მარგალიტია. ვიტყოდი რომ ალგარვი და Sana-ს ქსელის ეს სასტუმრო დღეს ერთ-ერთი საუკეთესოა არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელს მსოფლიოში.

პორტუგალია, სასტუმრო, ევროპა, მოგზაურობა, travel, europe

ალგარვში ყოველი კერძი გემოების დღესასწაულია. მთელს ქალაქში ტრადიციული პორტუგალიური ტავერნები თუ უმაღლესი დონის სამზარეულოები დაგხვდებათ. რა საკვირველია, Epic Sana Algarve-ც უგემრიელესი კერძებით გაგიმასპინძლდებიან და რეგიონის დამახასიათებელი ზღვის პროდუქტების გასინჯვაც იქვე შეგეძლებათ, თანაც ატლანტის ოკეანის ხედით. სასტუმროს მახლობლად მდებარე რესტორანი Al-quimia საღამოს მუსიკით, გემრიელი კერძებითა და პორტუგალიური ღვინით გაგილამაზებთ. რესტორნის მთავარი შეფ-მზარეული ლუის მოურაოა, რომელიც თავის გუნდთან ერთად კულინარიულ შედევრებს ქმნის.

al-quimia, epic sana algarve

ალგარვი ყველასგან გამორჩეულია თავისი ბუნებითა თუ თვითმყოფადი ისტორიით, თუმცა Epic Sana-ს კურორტი მას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. სასტუმრო, მისი ყველა დეტალით, დაუვიწყარი არდადეგების გარანტიაა.

ზევით