#დეკორი

Don’t Worry Darling-ის შუა საუკუნეების თანამედროვე ინტერიერის დიზაინი და მისი მნიშვნელობა

გაზიარება:

2022 წლის სექტემბერში, ოლივია უაილდის ფილმის, Don’t Worry Darling-ის, პრემიერა გაიმართა. კინონაწარმი, რომელშიც მთავარ როლებს თავად რეჟისორი, ჰარი სთაილსი, ფლორენს პიუ, კრის პაინი და ჯემა ჩანი ასრულებდნენ, ყურადღების ცენტრში გამოსვლის დღიდან მოექცა, თუმცა არა იმ სასიამოვნო მიზეზთა გამო, რომელიც შეიძლება ეკრანიზაციას დავუკავშიროთ. სამწუხაროდ, Don’t Worry Darling-მა ყურადღება მისი შემოქმედებითი გუნდის გარშემო მიმდინარე დრამის გამო მოიხვეჭა და საბოლოოდ, ისეთი შეგრძნება დაგვიტოვა, რომ მასზე იმაზე ნაკლებად ვისაუბრეთ, ვიდრე საჭირო იყო, ყოველ შემთხვევაში ინტერიერის დიზაინსა და გადასაღებ მოედანს ეს ღელვა უდავოდ ეხება.

კალიფორნიის უდაბნოში, გამოგონილ ქალაქ ვიქტორიაში განვითარებული სიუჟეტის ცენტრში ჰარი სთაილსისა და ფლორენს პიუს პერსონაჟები, ჯეკი და ელისი, იმყოფებიან, რომელთა ცხოვრების განუყოფელ ნაწილს დრამატული მთები, უღრუბლო ცა, პალმის ხეები და შუა საუკუნეების თანამედროვე ინტერიერი წარმოადგენს. სწორედ, შუა საუკუნეების დიზაინის გავლენა და მისი ოსტატურო შერწყმა თანამედროვეობასთან გახლავთ Don’t Worry Darling-ის ვიზუალურ იდენტობის განმსაზღვრელი.

მაყურებელი დიდ დროს ელისის და ჯეკის სახლში ატარებს, რადგან ელისი დიასახლისია და თავად მთელს თავის დროს სახლის საქმეებს უთმობს. წყვილის საცხოვრებლის მარტივი ინტერიერი, დიდი ვიტრაჟული ფანჯრები, რომელთაგანაც სახლში მზის სხივები უხვრად იღვრება, არტ-დეკოს აბაზანა, რომელსაც შემდგომში ელისი საგულდაგულოდ ხეხავს და დიდი სამზარეულო, შუა საუკუნეების თანამედროვე სტილის მოყვარულთათვის ნამდვილი ოცნების ადგილია.

მიუხედავად იმისა, რომ Don’t Worry Darling ფსიქოლოგიური თრილერია, მისი ვიზუალური თხრობა იმდენად დეტალიზებულია, რომ ფილმის ხელახლა ნახვა მხოლოდ მის გამო ღირს. როგორც დიზაინერმა ქეით ბაირონმა განაცხადა, მან გადასაღებ მოედანზე მუშაობისას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო დეტალებს, ელისის სახლის მარტივი, მხიარული ელემენტები, როგორებიცაა პატარა ქანდაკებები და კერამიკული ჩიტები, ფილმის ბნელ წიაღში მოულოდნელ სიმსუბუქეს ქმნიან, დიდი ფანჯრები, რომლებშიც ელისი გამუდმებით საკუთარ გამოსახულებას ხედავს კი Don’t Worry Darling-ს მეტ იდუმალებას სძენს.

ფილმში, კიდევ ერთი ოცნების სახლი ფიგურირებს - მცირე დროით, მაყურებელს საშუალება ეძლევა, ფილმის იდუმალი პერსონაჟების, კრის პაინის და ჯემა ჩანის, საცხოვრებელ სახლს შეავლოს თვალი, რომელიც ფილმის ნახვიდან ძალიან დიდი ხნის შემდეგაც კი ნაცნობად გვეჩვენება, სანამ არ აღმოვაჩინეთ, რომ მას სლიმ აარონსის საკულტო კადრიდან Poolside Gossip-დან ვიცნობთ, მისი შემქმნელი კი თავად რიჩარდ ნეიტრაა.

ზევით