#მოდა

DONNA KAREN-ის მეორედ დაბადება და 90-იანების საკულტო სუპერმოდელები კამპანიაში

გაზიარება:

Donna Karan-ის საკულტო აღორძინებისთვის მზად არის! ბრენდი, რომელმაც 90-იან და ადრეულ 2000-იან წლებში, ნიუ-იორკში ჩაცმის კულტურის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი, მოდის სამყაროში ბრუნდება. წარსულის მემკვიდრეობისა და ბრენდის ახალი თავის პატივსაცემად, Donna Karan-მა 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის კამპანია სახელწოდებით In Women We Trust წარადგინა.

ახალი კამპანია, ქალების მიერ, ქალებისთვის შექმნილი პათოსით, იდეალურად ასახავს ბრენდის სამომავლო ხედვას. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ამ ხედვას ბრენდის წარსული და Donna Karan-თან დაკავშირებული სახეები აძლიერებენ. მეორედ დაბადებისთვის ბრენდმა რვა საკულტო სუპერმოდელი - სინდი კროუფორდი, ლინდა ევანგელისტა, ემბერ ვალეტა, შალომ ჰარლოუ, კაროლინ მერფი, იმაან ჰამამი, კარლი კლოსი და ლია კებედე შეარჩია. თითოეულ მათგანს უნიკალური ურთიერთობა აკავშირებს ბრენდთან და გარკვეულწილად, მის სამომავლო მრავალფეროვნებასაც ასახავს.

„მან დანერგა ჩაცმის ახალი, ძლიერი სტილი, რომელიც აღნიშნავდა ქალებს და მათ სხეულებს. ეს იყო მისი საყვარელი ადგილი მოდაში და ეს ახლაც ასეა“, - ამბობს  სინდი კროუფორდი.

დონა კარანმა თავისი სახელობის ბრენდი 80-იანი წლების შუა პერიოდში დააფუძნა. კოლექციით 7 Easy Pieces, რომელიც შექმნილი იყო თანამედროვე ქალისთვის, კარანმა მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ელეგანტური ტანსაცმელი სირთულეს სულაც არ მოიაზრებს. შემდგომი კოლექციების წარმატების კვალდაკვალ, დონა კარანის პოპულარობა სულ უფრო იზრდებოდა. 90-იან წლებში Donna Karan-მა ათწლეულის მოდაც კი განსაზღვრა და ამ თაობის ქალები კაფსულა კოლექციის სიმარტივით შემოსა. საკუთარ დნმ-სა და წარსულის მიღწევებს, Donna Karan-ი ახლა მომავლის პერსპექტიულ ხედვასაც ამატებს. თანამედროვე, მოდური გამოწვევების პასუხად, დიზაინერმა არქივებიდან 7 Easy Pieces კაფსულა კოლექცია განახლებული იერით გააცოცხლა. 

ვინტატუჟი დიზაინით შთაგონებული დიზაინები, მორგებულია მრავალფეროვან, ძლიერ და დამოუკიდებელ ქალებზე.

All photography by Annie Leibovitz. 

ზევით