იდეალური ქორწილი ინდივიდუალური, ჩვენს ქვეცნობიერში ბავშვობიდან დღემდე მოგროვილი ოცნებების მიქსია, რომელიც მეორე ნახევართან ერთად დაწყებული ცხოვრების პირველი და ყველაზე დასამახსოვრებელი დღეა, ამიტომ Make no mistakes! ქორწილისთვის სამზადისში რამდენიმე საკრალურად მნიშვნელოვანი კომპონენტი დიდი რუდუნებით უნდა შეირჩეს.
ანასტასია ჯეირათი: პირველ რიგში, მინდა, რომ ჩემს ქორწილში იყოს ყველა ის ადამიანი, ვინც მიყვარს და მახარებს. არ მინდა ძალიან დიდი ქორწილი, თუმცა აუცილებლად უნდა გავერთო და საყვარელ ადამიანებთან ერთად დაუვიწყარი დრო გავატარო. ძალიან მინდა, რომ ქორწილი საქართველოსთან ერთად და ინდოეთშიც გადავიხადო (აქ უფრო პატარა).
ანნა შელია: მე უკვე მქონდა იდეალური ქორწილი. მთავარია წყვილი იყოს ბედნიერი და მთელი ქორწილი იქნება იდეალური, ვგულისხმობ იმას რომ ყველა გაერთობა. არ აქვს მნიშვნელობა ადგილს.
THE DRESS
დედის საპატარძლო კაბის გაცოცხლებას გეგმავთ, თუ თქვენი ოცნების თეთრი სამოსის პოვნას, მთავარი იმ ხასიათის მიგნებაა, რომელიც თქვენს ინდივიდუალიზმსა და პიროვნებას გაუსვამს ხაზს. “ის კაბა” ყველაზე რთული შესარჩევია, მაგრამ მასთან “პირველი შეხვედრა” დაუვიწყარი იქნება. MAISON MOKOSH ქართული Bridal shop-ია, რომელიც მომხმარებელს მსოფლიოს პრემიუმ საქორწინო კაბების ბრენდებს სთავაზობს.
MAISON MOKOSH-ში თითოეული კაბა პატარძლებთან ერთად იქმნება. გუნდი პროცესის დაწყებიდან კაბის დასრულებამდე, ყველა დეტალს საკუთარ თავზე იღებს: არჩევს კონცეფციას, ქმნის ესკიზებს და მუშაობს ყველა იმ დეტალზე, რაც კაბას უნიკალურსა და ინდივიდუალურს ხდის. შედეგად, თითოეული კაბა პატარძლის ინდივიდუალურ სტილსა და ხასიათს გამოხატავს. მომხმარებლებისთვის ასევე ხელმისაწვდომია MM სამკერვალო ატელიე, რომელიც უმაღლესი ხარისხის ქსოვილებით მუშაობს და ინდივიდუალურ მომსახურებას უზრუნველყოფს.
ანასტასია: ჩემი ოცნების კაბა სადა და დახვეწილია.
ანნა: ვფიქრობ ქორწილში ჩაცმის სტილი ძალიან ინდივიდუალურია, ტანის აღნაგობას და გემოვნებას გააჩნია. მე პირადად ისევ ისეთივე კაბას ჩავიცვამდი, რაც ჩემს ქორწილში მეცვა, სადას და დახვეწილს.
A little Sparkle:
იდეალური ქორწილი წარმოუდგენელია ბრილიანტების გარეშე, რომელსაც პატარძალი მთელი ცხოვრება ატარებს. TI'ME მომხმარებელს Blush Lab Diamonds ოქროს და ბრილიანტის სამკაულების ნიდერლანდურ ბრენდს სთავაზობს. "ბლაში" ელეგანტური, მარადიული და ნაზი დიზაინის სამკაულების კოლექციებს წარმოგვიდგენს.
მათი უმაღლესი ხარისხის სამკაულები ხელნაკეთია და 14K ოქროთი მზადდება. მიმზიდველი ყელსაბამები, სამაჯურები, საყურეები და ბეჭდები სამ სხვადასხვა ტონშია წარმოდგენილი: თბილი ყვითელი,მგრძნობიარე წითელი და ელეგანტური თეთრი ოქრო, ცქრიალა ცირკონით და მტკნარი წყლის მარგალიტებით.
ბრილიანტი ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ძვირფასეულობას წარმოადგენდა, თუმცა თანამედროვე მეცნიერების წყალობით უფრო ხელმისაწვდომი გახდა. "ბლაში" სწორედ იმ ბრილიანტებს გთავაზობთ, რომელიც ლაბორატორიაში იქმნება და წარმოადგენს ბუნებრივი ბრილიანტის იდენტურ ქვას. მათი გარჩევა არათუ თვალით, არამედ მიკროსკოპითაც შეუძლებელია. გარდა ხელმისაწვდომობისა, Lab Diamond-ი ეთიკური და მდგრადი არჩევანია. ბლაშის უნიკალური ბრილიანტების კოლექციის აღმოჩენა კი TI’ME GEORGIA-ში შეგიძლიათ.
Where?
ლოკაცია ქორწილის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძირითადი სტილის განმსაზღვრელი ელემენტია. არც ის დაგვავიწყდეს, რომ აქ გადაღებული ფოტოებით თქვენს შვილიშვილებთანაც უნდა იტრაბახოთ, რომ აღარაფერი ვთქვათ კრიტიკულად განწყობილ Instagram გამომწერებზე.
შემოდგომის სეზონისთვის კომპლექსურ ლოკაციას გირჩევდით, ღია და დახურული სივრცით, რომლის ტრანსფორმაციაც თქვენთვის სასურველ ფერებში მოხდება.
ანასტასია: ქორწილი წარმომიდგენია ღია და დიდ ტერიტორიაზე, რომელიც სულ ყვავილებით იქნება გაფორმებული, სადაც იქნება ბევრ ცეკვა და სიმღერა. არ მიყვარს თანამედროვე, მინიმალისტური ქორწილები. უფრო ძველებური და კლასიკური სტილი მომწონს.
მეორე ვერსია კი ფოტოსესიისთვის ცალკე ლოკაციის შერჩევაა, რაც იდეალური ფოტოების გადაღების საშუალებას მშვიდ გარემოში, ზედმეტი მაყურებლების გარეშე მოგცემთ. ერთ-ერთ ვერსიად კი კაფე “მუზეუმს” გირჩევთ, რომელიც ბოჰემური სტილისა და კლასიკური ელემენტების წყალობით, ნებისმიერი გემოვნების პატარძლის ალბომს დაამშვენებს.
ოქტომბრის ცა ოცნებებზე და მიზნებზე, ეს შთამაგონებელი დრამაა, რომელიც ჰომერ ჰიკამის რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული. ახალგაზრდას დასავლეთ ვირჯინიაში, ერთადერთი მომავალი ესახება - მამამისის კვალს გაჰყვეს და ადგილობრივ ქვანახშირის მაღაროში დაიწყოს მუშაობა.
მზის სხივების ქვეშ გატარებულმა ზაფხულის თვეებმა გარუჯული კანით დაგვიტოვა. მზის ზემოქმედება, სითბო და გარემო ფაქტორები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენი კანისა და სხეულის მდგომარეობაზე. დღევანდელ სტატიაში პლასტიკური ქირურგი - მარიამ წივწივაძე იმ პროცედურებს გაგიზიარებთ, რომლებიც ზაფხულის შემდგომ კანისა და სხეულის გაჯანსაღებაში დაგეხმარებათ.
Carolina Herrera-ს ახალი სურნელი მეტია, ვიდრე უბრალოდ სუნამო - ეს არის ოდა მიძღვნილი თანამედროვე ქალისადმი. 18 სექტემბერს ისი პარიმ ქალები დახურულ ვახშამსა და სუნამოს პრეზენტაცია მიიწვია.