#დეკორი

2023 წლის ტენდენციური ფერები, რომელიც თქვენი სივრცის განახლებაში დაგეხმარებათ

გაზიარება:

გაზაფხულს თან ყოველთვის მოაქვს განახლების დაუოკებელი სურვილი, რას ვაკეთებთ, როდესაც ცვლილება გარდაუვალია? - სახლის ინტერიერში ვაფათურებთ ხელებს და ვცდილობთ ჩვენი განწყობა და ემოციები დეკორის შემატებით, კედლების შეღებვითა თუ ახალი შტრიხების შეტანით გადმოვცეთ და ეს ბუნებრივიცაა.

1. მდიდარი ნეიტრალური ტონები

მდიდრული ყავისფერი ელფერი, რბილი კრემისფერი ჩრდილები და მომწვანო-მონაცრისფრო დეტალები, ქმნიან საოცრად დამამშვიდებელ სივრცეს და 2023 წელს ერთ-ერთ აქტუალურ არჩევნად გვევლინებიან.

2. მწვანე და ცისფერი

ბუნება კვლავ შთაგონების ურყევი წყაროა ინტერიერის დიზაინის ტენდენციებისთვის, თუმცა უფრო მდიდარი, თამამი ფერებით. მწვანისა და ცისფრის ტანდემი, კი ამ ტენდენციებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

3. პასტელები

პასტელები ამ წელსაც სარგებლობენ პოპულარობით, თუმცა ამჯერად მათი მიქსით შეგვიძლია ვიჯეროთ გული და ერთდროულად რამდენიმე პასტელური ფერის ინტეგრირება მოვახდინოთ ინტერიერში.

4. კოორდინირებული ხის ფაქტურა

თეთრმა ხის ფაქტურამ, ბოლო დროს არნახული პოპულარობა მოიპოვა, ალბათ, არავის გაუკვირდება იმის აღნიშვნა, რომ თეთრი ფერისა და ხის ეს კოლაბორაცია ერთგვარი განმსაზღვრელია 2023 წლის ინტერიერისა და დეკორის ტრენდებში.

5. ცივი და თბილი ტონები

კიდევ ერთი ბრწყინვალე ნიმუში იმისა, თუ როგორ უნდა ავიღოთ ორი კონტრასტული ნიმუში და ისინი ერთ ჰარმონიულ მთლიანობად ვაქციოთ ცივი და თბილი ტონების რანდემში იმალება.

6. ფორთოხლისფერი

გასული საუკუნის 70-იანი წლების ნოსტალგიის დაბრუნებას ნარინჯისფრის დომინირებით აუცილებლად იგრძნობთ, ენერგიული და მხიარული ფორთოხლისფერი ის ფერია, რომელიც ამ წელს შეგიძლიათ თამამად გამოიყენოთ ინტერიერში.

7. სანელებლებით შთაგონებული ჩრდილები

ძლიერი მიწიერი ესთეტიკა, თამამი და პიკანტური ფერებით იქმნება და ამ წელს უდავოდ დაიპყრობენ მომხმარებელთა გულებს.

8. მშვიდი ცისფერი

მუქი ფერების რენესანსი გრძელდება, ამჯერად მშვიდი ცისფრის ჯერი დადგა, რომელიც 2023 წელს ერთ-ერთ მოთხოვნად ფერად მოგვევლინება.

9. თერაპიული ლავანდისფერი

ექსპერტების აზრით, ლავანდისფერი მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეინარჩუნონ გონებრივი კეთილდღეობა სტაბილურობისა და წონასწორობის განცდის შეთავაზებით.

10. ბუნების მწვანე

არსებობს ფერები, რომლებსაც სიტყვებით უბრალოდ ვერ აღვწერთ, მათი გარდამავალი ბუნებიდან გამომდინარე მთელი დღის განმავლობაში, ჩვენ შედეგად ვიღებთ ერთი ფერის გრადაციებს, ერთ-ერთი ასეთი ფერი ბუნების მწვანე გახლავთ.

ზევით