ოტ კუტური მოდის სამყაროს განუყოფელი ნაწილია. ყოველი დიზაინერი სეზონის შექმნისას გარკვეული თემატიკის გარშემო ტრიალებს. გამორჩეული და წარმატებული ჩვენების უმნიშვნელოვანესი ნაწილი, თავისთავად სამოსია, თუმცა მაკიაჟით კონცეფციის საბოლოოდ შეკვრა და იმ მესიჯის გადმოცემა ხდება, რომლის მიტანაც საზოგადოებამდე დიზაინერს სურს.
ჩვენს წინა სტატიებში Masion Margiela-ის 2024 წლის გაზაფხულის სეზონის კოლექციასა და ჯონ გალიანოს პარიზული ისტორიის ხედვას უკვე დაათვალიერებდით. ჩვენების ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ელემენტი კი სწორედ მაკიაჟი გახლდათ, რომლის ავტორიც ცნობილი make-up არტისტი, პატ მაკგრათია. ფაიფურის თოჯინას მსგავსმა Make-up ლუქებმა სოციალურ მედიის ყველა პლატფორმა და ასობით Make-up ინფლუენსერის გვერდი მოიარა, რომლებიც მაგრათის ჯადოსნობით შექმნილი ლუქების გაცოცხლებას ცდილობდნენ.
ლეგენდარული Make-up არტისტის ნამუშევრები ხშირ შემთხვევაში სწორედ ასეთ კვალს ტოვებს მაყურებელზე. The Diary-ის სტატიაში კი ამჯერად პატ მაკგრათის მიერ შექმნილ 5 გამორჩეულ ლუქს წარმოგიდგენთ.
1. Chanel Chance - 2024 წლის კამპანია
შანელის გამორჩეული კამპანიის make-up ლუქებზე სწორედ მაკგრათმა იზრუნა. კამპანიაში ცნობილი ქართველი მოდელი, მატილდა გვარლიანიც იღებდა მონაწილეობას.
2. ბრიტანული Vogue და ლინდა ევანგელისტა
წარუმატებელი კოსმეტიკური პროცედურის შემდეგ, ეკრანებიდან გამქრალი ლეგენდარული მოდელი, Vogue-მა საზოგადოებას თავიდან წარუდგინა.
ლინდა ევანგელისტას ფოტო ედიტორიალის თემატიკა გაზაფხული გახლდათ, როგორც თავიდან დაბადების სიმბოლო. მაკგრაფის მაკიაჟმა კი ფოტოსესიის თემატიკას ხაზი კიდევ უფრო მეტად გაუსვა და საბოლოოდ, ევანგელისტას “ხელმეორედ დაბადების” უნიკალური კადრები დაგვიტოვა.
3. Maison Margiela Spring 2016 Couture
“კოსმოსური კუტური ხვდება ინტერგალაქტიკურ გლამურს - დევიდ ბოუის Space Oddity მეტალის ვარსკვლავებითა და სტრუქტურირებული, გოტიკური ტუჩებით გაცოცხლდა, რომელსაც შინდისფერი ტონი დაკრავს” - ასე ახასიათებს ჩვენების Make-up კონცეფციას თავად მისი შემქმნელი.
4. Marc Jacobs Spring 2020, ნიუ იორკის მოდის კვირეული
მარკ ჯეიკობსს უყვარს დეტალებზე ყურადღების მიქცევა, ამის დასტური კი მისი 2020 წლის ჩვენებაა. ყოველი მოდელი გარკვეულ ისტორიას გვიყვება. სერიალი “ეიფორია”, არტ ნუვო და ქუჩის სტილის მაქსიმალისტური ხედვა - პატ მაკგრათმა ჯეიკობსის ჩანაფიქრი გამბედავი ფერებითა და ქვეტექსტებით წარმოგვიდგინა.
5. Valentino Spring 2019 Couture
გაზაფხულის ყვავილოვან განწყობას მაგრათი, როგორც ყოველთვის, მაქსიმალისტურად მიუდგა. უზარმაზარმა წამწამებმა და სახის სადა ბაზამ ერთობლიობაში დაუვიწყარი ვიზუალები შექმნა.
სააღდგომოდ პასკის ცხობის ტრადიცია საუკუნეებს ითვლის. თავდაპირველად სააღდგომო პური ძალიან მარტივად ცხვებოდა, თუმცა თანამედროვე მზარეულები მის სხვადასხვა ვარიაციებს გვთავაზობენ. დღეს უგემრიელეს პასკას ელისო გოჩავას რეცეპტითწარმოგიდგენთ, რომელიც ამ წელს თქვენს სუფრას ნამდვილად დაამშვენებს.
შეგიმჩნევიათ, ფალიაშვილის 17 ნომერში, სიმწვანეში ჩარგული პატარა სალონი? Nail Bar #1 მალე 10 წლის გახდება, ის პირველი სპეციალიზებული ფრჩხილების სალონია საქართველოში. დღეს კი The Diary-ის რედაქცია სალონის შიდა სამზარეულოში შეგიძღვებათ.
მოდის იტალიურმა ქალაქმა დიზაინის წლის მთავარ ღონისძიებას უმასპინძლა. Salone del Mobile როგორც წინა სტატიაში გითხარით, წელს 62-ე გამოშვებით დაგვიბრუნდა. გამოფენის პავილიონები სავსე იყო როგორც დებიუტანტთა ნამუშევრებით, ისე ცნობილი მოდის სახლების დიზაინებით, როგორიცაა პრადა, გუჩი, ბოტეგა ვენეტა, ლუი ვიტონი და სხვა.