„ზელენსკის ეფექტი“ და ემანუელ მაკრონის ახალი სტილი

​ „ზელენსკის ეფექტი“ ასე უწოდა BFM-ის ჟურნალისტმა რაფაელ გრაბლიმ, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის უკანასკნელ გამოჩენას. გასულ კვირას, ელისეის სასახლეს პრეზიდენტი, აქტუალური თემების განსახილველად და რამდენიმე მნიშვნელოვანი ზარის განსახორციელებლად ესტუმრა, თუმცა რუტინული საპრეზიდენტო მოვალეობების შესრულების პარალელურად ყველას, თვალი ემანუელ მაკრონის უჩვეულო ჩაცმულობამ მოჭრა.

კვირა დღეს, ელისეის სასახლეში მისული პრეზიდენტის ფოტოები ემანუელ მაკრონის პირადმა ფოტოგრაფმა სოაზიგ დე ლა მოისონიერმა გამოაქვეყნა. ემანუელ მაკრონი მკაცრად კლასიკური სტილით გამოირჩევა, ამ გამოჩენისთვის კი პრეზიდენტმა არჩევანი შავ ჰუდიზე, წარწერით CAP10 (ელიტარული ერთეული) და ლურჯ ჯინსის შარვალზე შეაჩერა, რომელიც სახელმწიფოს მეთაურის კოსტიუმების ანტითეზაა.

ფოტოების გავრცელების შემდეგ რაფაელ გრაბლის მსგავსად, ემანუელ მაკრონის უჩვეულო ჩაცმულობა ბევრმა დასავლურმა გამოცემამ შეადარა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თავისუფალ სტილს, რომლითაც პრეზიდენტ ზელენსკის ბოლო 20 დღის განმავლობაში ეკრანებიდან ვხედავთ.

საპრეზიდენტო მოვალეობების საწყისს ეტაპზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კოსტიუმში გამოწყობილს სერიოზულად ბევრი არ აღიქვამდა, რაც მისი უწინდელ კომიკოსის კარიერას შეიძლება დავუკავშიროთ. თუმცა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ვოლოდიმირი სოციალურ ქსელებს პირადი მიმართვისთვის იყენებს, ზელენსკიმ ხალხის კოსტიუმი მოირგო და ხაკისფერ ორეულს აგერ უკვე 20 დღეა არ იშორებს. ​

 

ზევით