#საზოგადოება

სოფია ჟირაუ Victoria's Secret-ის დაუნის სინდრომის მქონე პირველი მოდელია: „ყველა ოცნება შეიძლება ახდეს“

გაზიარება:

სოფია ჟირაუმ, Victoria's Secret-ის ინკლუზიურობის ახალი ისტორია დაწერა, 24 წლის მოდელი პუერტო რიკოდან გახდა პირველი მოდელი დაუნის სინდრომით, რომელმაც ბრენდის სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა. სოფიამ Love Cloud-ის კოლექციის კამპანიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მიზნად ისახავს „გაამყაროს Victoria's Secret-ის ურთიერთობა ქალებთან“.

„მინდა მთელ მსოფლიოს ვუთხრა, რომ ადამიანებს ჩემი მდგომარეობის, დაუნის სინდრომით, არ გვაქვს საზღვრები“ - განაცხადა სოფიამ.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Sofía Jirau (@sofiajirau)

მოდელმა და აქტივისტმა საკუთარ Instagram გვერდზე „ახდენილი ოცნების“ შესახებ პოსტი გამოაქვეყნა, Victoria's Secret-ს მადლობა გადაუხადა მიცემული შანსისთვის და აღნიშნა, რომ ეს შემთხვევა შეხსენება უნდა იყოს ყველა ადამიანისთვის, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შესაძლებელია.

„ჩემსავით დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს შეუძლიათ დასაქმდნენ, შექმნან საკუთარი ბიზნესი და იმუშაონ, ისე როგორც მე“ - სოფია ჟიარუ.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Sofía Jirau (@sofiajirau)

სოფია ჟიარუმ სამოდელო კარიერა სამი წლის წინ დაიწყო, 2020 წელს ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე სოფიას დებიუტი შედგა. მას შემდეგ სოფია აგრძელებს როგორც სამოდელო კარიერას, აგრეთვე საკუთარი პლატფორმის გამოყენებას დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების წახალისების მიზნით. 

„ყველას ვეტყვი უბრალოდ იოცნებონ. იოცნებეთ, რადგან ყველა ოცნება შეიძლება ახდეს“ - სოფია ჟიარუ

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by @magacin

Love Cloud კამპანია Victoria's Secret-ის რებრენდინგის ინიციატივის ნაწილია, რომელიც ხაზს უსვამს ინკლუზიურობასა და მრავალფეროვნებას. კამპანიის სხვა ვარსკვლავებს შორის არიან ტრანს მოდელი ვალენტინა სამპაიო, აქსესუარების დიზაინერი სილვია ბაკლერი და მოდელი ჰეილი ბიბერი.

ზევით