სოფი ტერნერი და ჯო ჯონასი მშობლები მეორედ გახდნენ

სოფი და ჯო ახლა ოფიციალურად ორგზის მშობლები არიან, წყვილს რამდენიმე დღის წინ ქალიშვილი შეეძინა, ინფორმაცია წყვილის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა. "ჯო და სოფი მოხარული არიან გამცნობონ მათი ქალიშვილის დაბადების შესახებ" - განაცხადა წარმომადგენელმა.

სოფი ტერნერმა მეორე ორსულობის შესახებ ინფორმაცია Elle UK-თან ინტერვიუში გაამხილა, რამდენიმე თვეში მსახიობი Met Gala-ს წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა მეუღლესთან ერთად წამოზრდილი მუცლითა და Louis Vuitton-ის შავი კაბით.

ლას-ვეგასის სპონტანური ქორწილიდან დაახლოებით ერთ წელიწადში,  2020 წლის ივლისში სოფის და ჯოს პირველი ქალიშვილი ვილა შეეძინათ. მიუხედავად იმისა, რომ Game of Thrones-ის მსახიობი და Jonas Brothers-ის მომღერალი საკუთარ ცხოვრებას მაქსიმალურად მალავენ ტაბლოიდებისა და ყვითელი გამოცემებისგან, ისინი ლოს-ანჯელესში ქალიშვილთან ერთად პაპარაცებმა რამდეჯნერმე დააფიქსირეს.

ჩემთვის სწორედ ეს განსაზღვრავს ცხოვრებას - აღვზარდო მომავალი თაობა. ყველაზე აღმაფრთოვანებელია ვუყურებდე ჩემს ქალიშვილს როგორ იზრდება და იკრებს ძალას. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ იმ ფაქტით, რომ ჩვენი ოჯახი იზრდება - სოფი ტერნერი.

ზევით