#სპორტი

„ჰალ სიტის“ ახალ მწვრთნელს შოთა არველაძეს სიმღერა დაუწერეს

გაზიარება:

48 წლის ქართველმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ „ჰალ სიტის“ მთავარი მწვრთნელის ამპლუაში პირველი მოგება იზეიმა და ინგლისში ჩინებული დებიუტიც შედგა. „სუონსის“ დამარცხების შემდეგ, კლუბის ბედნიერმა თაყვანისმცემლებმა ახალ მწვრთნელს სიმღერა დაუწერეს და მოედანზე შეასრულეს. 

@betbar.ge როგორ უმღერიან შოთა არველაძეს ინგლისში ჰალი სიტის ფანები! #foryou #foryoupage #foryourpage #shotaarveladze #betbar #hullcity #hull #georgia #football ♬ original sound - Betbar.ge

კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, შოთა არველაძე „ჰალ სიტიში“ დიდი გეგმების განსახორციელებლად ჩავიდა. პირველ რიგში, მისი და გუნდის მიზანი მოკლევადიან პერსპექტივაში წინსვლაა, თუმცა სამომავლო გეგმებზე საუბრისას, შოთას სურს, რომ „ჰალ სიტისგან“ კვლავ შექმნას გუნდი, რომელიც პრემიერლიგაში დაბრუნებას შეძლებს.

მჯერა, რომ ყველას, ვინც ფეხბურთში მუშაობს, სურს ინგლისში ყოფნა და მე უბრალოდ ძალიან ბედნიერი ვარ და ჩემი ოჯახი ამაყობს ჩემით - შოთა არველაძე

შეგახსენებთ, რომ 48 წლის ქართველმა მწვრთნელმა, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში არაერთი საინტერესო შემოთავაზება ჰქონდა, ინგლისის პრემიერლიგის გუნდი ჩაიბარა და „ჰალ სიტისთან“ 2.5-წლიანი კონტრაქტიც გააფორმა.

ზევით