#კულტურა #სპორტი

სფფ-მ და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ თანამშრომლობის ორწლიანი  ხელშეკრულება გაფორმეს

გაზიარება:

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ საქართველოს ბაზარზე 30-წლიანი ოპერირების მანძილზე, ყველაზე მასშტაბური ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი გუშინ, 27 მაისს, 12 საათზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ შორის მოეწერა. 

ხელშეკრულებას ხელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“-ს პრეზიდენტმა თემურ ჭყონიამ მოაწერეს.

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, ხელშეკრულების თანახმად, განსაკუთრებული პარტნიორის სტატუსის მფლობელი გახდა. აღნიშნული სტატუსით  კოკა-კოლას ბრენდის ინტეგრირება საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების, ვაჟთა ყველა ასაკობრივი ნაკრები გუნდისა და სფფ-ის საფეხბურთო აკადემიებთან მოხდება.

ხელმოწერის ღონისძიების ფარგლებში, კოკა-კოლას ქარხანას საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი და ფეხბურთელები ესტუმრნენ.

სფფ-ისა და "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" შორის გაფორმებული საპარტნიორო ხელშეკრულება ფინანსურად უპრეცედენტოა. ორწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასგან“ 1 მილიონ ლარს მიიღებს. 

ზევით