#სამეფო ოჯახი #საზოგადოება

სასექსის ჰერცოგებმა „მყიფე სამყაროს“ შესახებ ისაუბრეს

გაზიარება:

გასულ დღეს, 36 პრინცმა ჰარიმ, რომელიც სამხედრო სამსახურს ავღანეთში გადიოდა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და პოლიტიკურ კრიზისზე კომენტარი ორჯერ გააკეთა. თავდაპირველად პრიცმა  Invictus Games-ის პლატფორმა გამოიყენა და ავღანეთის ომის ვეტერანებს მიმართა, მოგვიანებით კი მეუღლესთან, მეგან მარკლთან ერთად გამოაქვეყნა ტექსტი მათ საერთო საქველმოქმედო პლატფორმაზე. სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ ყურადღება ჩვენი სამყაროს სიმყიფეზე გაამახვილეს, რომელიც როგორც ავღანეთში მიმდინარე მოვლენებს, ასევე ჰაიტის 7.2 ბალიანი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს ეხებოდათ.

სამყარო ახლა წარმოუდგენლად მყიფეა, ჩვენ ყველა თვალს ვადევნებთ ჰაიტიში მზარდ ჰუმანიტარულ კატასტროფას და ამ შაბათ-კვირის მიწისძვრის შედეგად გაუარესებულ მდგომარეობას.

„ჩვენ ყველანი გლობალური კრიზისის მომსწრენი ვართ და დეზინფორმაცია მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს. როდესაც იტანჯება ერთი ადამიანი ან სულაც საზოგადოება, თითოეული ჩვენგანის ნაწილიც იტანჯება - ვაცნობიერებთ ამას ჩვენ თუ არა. მართალია, არ ვართ მიჩვეული ტანჯვაში ცხოვრებას, მაგრამ შევეჩვიეთ მის მიღებას. მარტივია, იგრძნო თავი უუნაროდ, თუმცა ყველას ერთად შეგვიძლია ჩვენი მიზნები რეალობად ვაქციოთ“ - ნათქვამია განცხადებაში. 

ზევით