მომღერალ Sia-ს აუტიზმის სპექტრი დაუდგინდა: „სრულად შევიცანი საკუთარი თავი”
2020 წელს გამოსულ ფილმ Music-ში, აუტიზმის არარეალლისტური პრეზენტაციის გამო მოხდილი ბოდიშიდან 2 წლის შემდეგ, Sia აცხადებს, რომ მას აუტიზმის სპექტრი თავად დაუდგინდა. Survivor-ის ფინალისტ კაროლინ უიგერთან ინტერვიუში Rob Has a Podcast-ზე, მომღერალმა დეტალურად აღწერა თავისი ბოლოდროინდელი ცხოვრებისეული მოვლენები დიაგნოზის გაგების შემდეგ და თქვა: „45 წლის განმავლობაში მე ვფიქრობდი, რომ: „უნდა ჩავიცვა ჩემი ადამიანის კოსტიუმი”. და მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში გავხდი სრულფასოვნად, სრულად საკუთარი თავი”.