#სამეფო ოჯახი

პრინცი ჰარი საყვარელ ბაბუასთან გამოსამშვიდობებლად ბრიტანეთში ჩაფრინდა

გაზიარება:

დიდ ბრიტანეთში დაბრუნება პრინც ჰარის ალბათ ამ გზით სულაც არ წარმოედგინა, თუმცა სასექსის ჰერცოგი სამშობლოში მაშინვე დაბრუნდა, როგორც კი საყვარელი ბაბუის, ედინბურგის ჰერცოგის გარდაცვალების შესახებ შეიტყო. პრინცი ფილიპი გასულ პარასკევს, 9 აპრილს, 99 წლის ასაკში უინძორის სასახლეში გარდაიცვალა, მას ამ შაბათს, 17 აპრილს დაკრძალავენ.

პრინცი ჰარი ჰართლოუს აეროპორტში გასულ უქმეებზე ჩაფრინდა, სასექსის ჰერცოგი ბრიტანეთში მარტო, მეგან მარკლისა და ვაჟის არჩის გარეშე დაბრუნდა. როგორც სამეფო ოჯახის წარმომადგენლები იუწყებიან, სასექსის ჰერცოგინია ორსულობის ბოლო კვირებში იმყოფება, სწორედ ამიტომ მისმა პირადმა ექიმმა რამდენიმესაათიანი ფრენა მიზანშეწონილად არ ჩათვალა.

Covid 19-ის პანდემიის მკაცრი წესებიდან გამომდინარე, პრინცი ჰარი რამდენიმე დღეს თვითიზოლაციაში გაატარებს და ტესტის აღების შემდეგ მას საშუალება ექნება 17 აპრილს საყვარელი ბაბუა უკანასკნელ გზაზე გააცილოს.

პრინცი ფილიპს უინძორის სასახლიდან წმინდა ჯორჯის ეკლესიაში 17 აპრილს გადაასვენებენ, ცეერემონია საზოგადოებისთვის დახურულ კარს მიღმა გაიმართება. კოვიდ პანდემიის პირობებში, ეკლესიაში ყოფნის საშუალება სამეფო ოჯახის მხოლოდ 30 წევრს  მიეცემა, თუმცა, იმისათვის, რომ ბრიტანეთის მოსახლეობამ საყვარელ პრინც ფილიპს საკადრისი პატივი მიაგოს, ცერემონია პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცემა.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ პრინცი ფილიპის ახალგაზრდობასა და პრინცი ჰარის ფოტოებს ხშირად ადარებდნენ ერთამენთს და აშკარა მზგავსებასაც აღიარებდნენ.

ზევით