#საზოგადოება

ნონა გაფრინდაშვილის მორიგი წარმატება NETFLIX-ის წინააღმდეგ

გაზიარება:

ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის სარჩელი Netflix-ის წინააღმდეგ წინ მიიწევს. კალიფორნიის ფედერალურმა მოსამართლემ ვირჯინია ა. ფილიპსმა არ დააკმაყოფილა Netflix-ის შუამდგომლობა ნონა გაფრინდაშვილის სარჩელის შეწყვეტასთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრძოლა გრძელდება!

Netflix-ის წარმომადგენლები საქმის შეწყვეტას, აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორების საფუძველზე ითხოვდნენ, რომელიც ხელოვანებს ფართო მხატვრულ უფლებებს ანიჭებს. მოსამართლე ვირჯინია ა. ფილიპსმა ნონა გაფრინდაშვილის ცილისწამების არგუმენტი უფრო დამაჯერებლად მიიჩნია და ისიც აღნიშნა, რომ მხატვრული ნამუშევარი არ არის დაზღვეული ცილისწამების ბრალდებისგან იმ შემთხვევაში, თუ შეურაცხმყოფელი ან დამაკნინებელი პასაჟი რეალურ პიროვნებას ეხება.

შეგახსენებეთ, რომ საქმე ეხება Netflix-ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მინისერიალ „ლაზიერის გამბიტს“, რომელიც გამოგონილი ვუნდერკინდი მოჭადრაკე ქალის, ბეთ ჰარმონის (ანია ტეილორ-ჯოი) ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომელიც ჯერ აშშ-ის, შემდეგ მსოფლიო ჭადრაკის ოლიმპიადებზე იმკვიდრებს ადგილს. ფინალურ სერიაში, სადაც ბეთი რუს მეტოქეს და გროსმაისტერს უპირისპირდება, გაჟღერებულია ნონა გაფრინდაშვილის სახელი, თუმცა დამახინჯებულად. სერიალში ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეს რუსად მოიხსენიებენ და იმასაც ამბობენ, რომ მას არასდროს უთამაშია მამაკაცებთან, რაც სრული სიცრუეა. თუ „​ლაზიერის გამბიტის“ მოქმედებები 1968 წელს ვითარდება, ამ პერიოდში ნონას უკვე 50-ზე მეტ მამაკაცთან ჰქონდა ნათამაშები.

ქარ­თვე­ლი მო­ჭად­რა­კე ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნი­ის­გან ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ 5 მი­ლი­ონ დო­ლარს მო­ი­თხოვს.

ნონა იყო ლეგენდა ჭადრაკის ისტორიაში: მსოფლიოს პირველი ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი, პირველი ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი, პირველი დიდოსტატი ქალი, პირველი დიდოსტატი ქალი ვაჟთა შორის და ქალთა საჭადრაკო ოსკარის პირველი მფლობელი. 

ზევით