#ცნობილები #კულინარია

მიშელ ობამა NETFLIX-ზე საბავშვო კულინარიულ გადაცემას გაუძღვება

გაზიარება:

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პირველი ლედი, მიშელ ობამა, საკუთარ თავზე მნიშვნელოვან მისიას იღებს - მისი მიზანია ბავშვებმა ბევრად ჯანსაღად იკვებონ, ამაში კი მიშელს სათამაშო თოჯინებიც დაეხმარებიან. მიშელ ობამა Netflix-ზე საბავშვო კულინარიულ შოუს გაუძღვება, რომელიც Netflix-სა და მიშელ და ბარაკ ობამების კომპანიის საერთო პროექტს წარმოადგენს.

ძალიან გახარებული ვარ იმ ოჯახებისა და ბავშვების გამო, რომლებიც ჩვენი თავგადასავლის ნაწილი გახდებიან და ჩვენთან ერთად აღმოაჩენენ უგემრიელეს კერძებს მთელი მსოფლიოდან.

საბავშვო კულინარიული გადაცემის Waffles & Mochi-ს სადებიუტო სერია Netflix-ზე 16 მარტს გავა, როგორც სატელევიზიო არხი განმარტავს გადაცემაში სულ 10 ეპიზოდი იქნება და ის მულტიკულტურულ ელფერს შეიძენს. ბავშვები და შესაძლოა მათი მშობლებიც ეკრანებიდან ბევრ საინტერესო სიახლეს შეიტყობენ ამა თუ იმ ქვეყნის სამზარეულოსა და კერძების შესახებ. რაც მთავარია, მიშელ ობამა არ გამორიცხავს, რომ მას დახმარებას მისი ცნობილი მეგობრებიც გაუწევენ.

ზევით