#დეკორი

მარია პორრო Salone Del Mobile-ს ახალი პრეზიდენტია

გაზიარება:

Salone del Mobile-ს დირექტორთა საბჭომ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო გაერთიანების ახალი პრეზიდენტი მარია პორრო შეარჩია. მარია ნაციონალური ავეჯის ასოციაციის Assaredo-ს ყოფილი ხელმძღვანელი გახლავთ, რომელიც ამიერიდან 59-წლიანი ისტორიის მქონე კომპანიის სათავეში მოგვევლინება და დირექტორთა საბჭოს მხარდაჭერით, Salone Del Mobile.Milano-ს მემკვიდრეობის განვითარების გეგმას და ახალ სტრატეგიებს შეიმუშავებს.

ახალგაზრდა, მიზანდასახულ პრეზიდენტში ინვესტირების გადაწყვეტილება - დიდი ცვლილებების ფონზე, კომპანიის სტრატეგიული გადაწყვეტილების ნაწილია - ჯანფრანკო მარინელი

"მე Salonedel Mobile-თან ერთად გავიზარდე, როდესაც ბავშვი ვიყავი, ბაბუა კარლოს ხშირად დავყავდი ძველ მოედნის პავილიონების სანახავად. გამოფენებს, მაშინაც ვსტუმრობდი, როდესაც ღონისძიება ქალაქ როში გადაიტანეს და მაშინაც კი როდესაც ავეჯის გამოფენა შანხაიში მოეწყო. მე შესაძლებლობა მომეცა ამ საოცრად მნიშვნელოვანი კომპანიის დირექტორი გავმხდარიყავი, მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც მხარს მიჭერდა და ვიმედოვნებ, რომ მათ იმედებს არ გავუცრუებ" - განაცხადა მარიამ.

ზევით