ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია

ლაშა ტალახაძისთვის დაბრკოლებები არ არსებობს, სულ რამდენიმე წუთის წინ, ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენმა 2 ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა - ატაცში 225 ხოლო აკვრაში 267 კილოგრამი. ლაშამ თავისივე მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა და ორჭიდის ჯამში 492 კილოგრამი ასწია, რითაც მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის სტატუსიც მოიპოვა.

მსოფლიო ჩემპიონატს მცირე ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია, თავდაპირველად მსაჯებმა ლაშას აკვრაში 267 კილოგრამი არ ჩაუთვალეს, თუმცა ქართული მხარის აღშფოთების და საბოლოო განხილვის შემდეგ, ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონის სტატუსი მეხუთედ დამსახურებულად მოიპოვა.

ლაშა ტალახაძე  #1 სპორტსმენია, ის „გინესის მსოფლიო რეკორდების“ წიგნში მრავალი რეკორდით შევიდა და ყოველ ჯერზე საკუთარ რეკორდს აუმჯობესებს. ლაშა ტალახაძე უძლეველია!

საჩხერელი გოლიათი კვლავინდებურად მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ადამიანია, ლაშა ტალახაძის სახელზე ორი ოლიმპიური მედალი, ხუთგზის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონობის ტიტული არსებობს და ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის.

ზევით