#კინო

სექსუალური ძალადობის ბრალდები - AJLT-ის ფინალიდან კრის ნორთის სცენები ამოჭრეს

გაზიარება:

SPOILER ALERT: ტექსტი HBO Max-ის სერიალის And Just Like That-ის პირველი სერიის სპოილერებს შეიცავს.

Sex and the City-ის სექუელის, And Just Like That-ის დაბრუნებას დიდი სკანდალი მოჰყვა და საქმე ტელესერიალის პოპულარობას ნამდვილად არ ეხება. AJLT-ის პრემიერის დღეს, კრის ნორთი, საკულტო სერიალის Mr. Big-ის პერსონაჟის როლის შემსრულებელი სექსუალურ ძალადობაში არაერთმა ქალმა დაადანაშაულა. 

კრის ნორთის პერსონაჟი And Just Like That-ის პირველ სერიაში გულის შეტევის შემდეგ გარდაიცვალა. პერსონაჟთან გამომშვიდობებაც ვერ მოვასწარით, რომ კრისის წინააღმდეგ ბრალდებების ტალღა აგორდა. მსახიობმა დეკემბერში პირველ ორ ბრალდებას უპასუხა და ორივე უარყო, თუმცა ნორთის წინააღმდეგ სულ უფრო მეტი ქალი გამოდის.

როგორც აღმოჩნდა, And Just Like That-ის ფინალურ სერიაში, რომელიც HBO Max-ზე 3 თებერვალს გამოჩნდება, კრის ნორთის პერსონაჟი კერისთან ერთად პარიზში, Pont des Arts-ზე უნდა გამოჩენილიყო. თუმცა, მსახიობის გარშემო ატეხილი სკანდალის გამო სერიალის შემქმნელებმა კრის ნორთის ფინალური სერიის სცენები ამოჭრეს.

"არა" ჩემთვის ყოველთვის ნიშნავს "არას" . ეს ის ხაზია, რომელიც არასდროს გადამიკვეთავს. არ ვიცი რატომ გამოჩნდა ეს ბრალდებები ახლა, თუმცა მე ამ ქალებზე არასდროს მიძალადია - განაცხადა მსახიობმა პირველი ორი ბრალდების შემდეგ.

თუმცა, ბრალდებებმა იმატა და როგორც ჩანს, მსახიობის კარიერა იმ სარისკო ზღვართანაა, რომელსაც, როგორც გამოცდილებამ გვიჩვენა, შეუძლია კრის ნორთს ყველაფერი წაართვას. გარდა And Just Like That-ის ამოჭრილი კადრებისა, კრისი CBS-მა, სერიალ The Equalizer-ში ერთ-ერთი მთავარი როლიდანაც მოხსნა.

ზევით