#მოდა #ცნობილები

კიმ კარდაშიანის სასიყვარულო ურთიერთობა Balenciaga-თან გრძელდება

გაზიარება:

კიმ კარდაშიანი რომ დემნა გვასალიას და Balenciaga-ს ქმნილებების ექსკლუზიურ გოგოდ იქცა, ამაში ეჭვი უკვე აღარავის ეპარება. გარდა იმისა, რომ კიმმა მსოფლიო Met Gala-ზე მოდის სახლის შავი ჩაცმულობით აალაპარაკა, შემდეგ კი ყოფილი მეუღლის კონცერტზე სწორედ Balenciaga-ს საპატარძლო კაბაში გამოჩნდა, უკვე ყველამ ვიცოდით, რომ ეს უბრალო გატაცება არ იყო და კიმსა და მოდის სახლს შორის სასიყვარულო ურთიერთობა უფრო დიდხანს გასტანდა.

გასულ უქმეებზე, კიმ კარდაშიანი SNL-ის სცენაზე მასპინძლის სტატუსით გამოჩნდა და კიმის მონოლოგმა ორი მნიშვნელოვანი ფაქტის გამო დაიმსახურა ხალხის ყურადღება. პირველი გახლდათ ის თუ როგორი თვითირონიით მიუდგა კიმი მის ცხოვრებაში განვითარებულ მოვლენებს და რამდენად კმაყოფილი და ბედნიერი აღმოჩნდა კარდაშიანი საკუთარი ცხოვრებით.

მეორე ფაქტი კი რომელიც შეუძლებელი იყო თვალთახედვიდან გამოგვპაროდა კიმ კარდაშიანის ვარდისფერი ხავერდის კომბინეზონი გახლდათ, რა თქმა უნდა, Balenciaga-გან. კიმმა დემნა გვასალიას ქმნილებებზე არჩევანი გასული კვირის თითოეულ დღეს და ზოგჯერ დღეში ორჯერაც კი შეაჩერა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამჟამად კიმი, დემნას საუკეთესო წარმომადგენლად ითვლება რეალურ ცხოვრებაში, პოდიუმს მიღმა.

ზევით