#ბიზნესი #სილამაზე

MAKE UP BEST SELLER - KIKO Milano ქართულ ბაზარზე შემოდის

გაზიარება:

მაკიაჟი არაორდინალური იარაღია, რომლის მეშვეობითაც სამყაროსთვის საკუთარი გემოვნების, აზრების, თუ სურვილების გაზიარებას ყოველდღიურად ვახერხებთ. განსაკუთრებით კი მაშინ გვიმართლებს, როდესაც ხელთ ისეთი გამორჩეული ბრენდის პროდუქტი გვაქვს, როგორიც KIKO Milano გახლავთ - იტალიური ბრენდი, რომელიც მაკიაჟის ხელოვნების მოყვარულებს 1997 წლიდან დღემდე აოცებს და ამიერიდან ქართველი მომხმარებლისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.

kiko milano საქართველოში, მაღაზია

კიკო მილანოს 3 ოფიციალური მაღაზია თბილისში გაზაფხულზე გაიხსნება. N1 იტალიური ბრენდის მაღაზიებში მომხმარებელს 2000-ზე მეტი დასახელების პროდუქტის შეძენა შეეძლება. ტუჩსაცხების მრავალფეროვანი პალიტრა, Unlimited Foundation SPF 15 და თვალის ლაინერები, რევოლუციური თვალის MASCARA და ჩრდილების 65 ფერის გამა - ეს იმ პროდუქციის არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ქართველი მომხმარებელი უკვე თბილისის მაღაზიებში გაეცნობა.

KIKO Milano ევროპელი ინფლუენსერების, ცნობილი სახეებისა და მაკიაჟის არტისტების რჩეული ბრენდია, რომლის პროდუქციის უმეტესი ნაწილიც იტალიაში, უახლესი ტექნოლოგიისა და გამორჩეული შემოქმედებითი მიდგომის გამოყენებით მზადდება.

kiko milano, მაღაზიის გახსნა საქართველოში

ბრენდის ოფიციალური ფრენჩაიზ პარტნიორის - Retail Group Georgia-ს ცნობით, თბილისში KIKO Milano-ს 3 მაღაზია თბილისში გაზაფხულზე გაიხსნება. ბრენდის შესახებ სიახლეების თვალყურის დევნა კი Instagram და Facebook გვერდების საშუალებითაა შესაძლებელი.

ზევით