#ფოტოამბავი

ქეით მიდლტონი ფოტოგრაფიის ძალას COVID ლოქდაუნის აღსაბეჭდად იყენებს |ფოტოწიგნი

გაზიარება:

კემბრიჯის ჰერცოგინიამ, საკუთარი ფოტოწიგნის გამოსვლა დაანონსა, რომელიც დიდ ბრიტანეთში, კარანტინის პერიოდში გადაღებული სურათებისგან იქნება შემდგარი. ქეითმა გადაწყვიტა, მრავლისმთქმელი კადრების სახით ეჩვენებინა, თუ როგორ იძირებოდა ქვეყანა ლოქდაუნში და რა გავლენას ახდენდა Covid 19 დიდ ბრიტანეთზე.

როდესაც წლების შემდეგ Covid 19-ს შევავლებთ თვალს, გავიხსენებთ პრობლემებს, რომლებსაც გადავაწყდით, ახლობლებს, რომლებიც დავკარგეთ და გმირებს, რომლებმაც გაგვაძლიერეს

ფოტოწიგნი, სახელწოდებით Hold Still: A Portrait of Our Nation in 2020, ქეით მიდლტონისა და დიდი ბრიტანეთსი ნაციონალური გალერიის საერთო ნამუშევარია, რომელიც პროექტის სახით გასული წლის მაისში წარსდგა. ამ ერთი წლის განმავლობაში, მსურველები კენსინგტონის სასახლეში საკუთარ ფოტოსურათებს აგზავნიდნენ, ექსპერტებისგან შემდგარმა ჟიურიმ, ქეითის ჩათვლით, 31 ათასზე მეტი ფოტოსურათიდან დასაბეჭდად 100 შეარჩია, რომლებსაც თან კომენტარები ექნებათ დართული.

 Hold Still-ის წყალობით მსურდა მეჩვენებინა ფოტოგრფიის ძალა, რომელსაც შესწევს უნარი შექმნას ჩანაწერები იმის შესახებ, რაც ყველამ ერთად გამოვიარეთ

ქეით მიდლტონმა წიგნის შესახებ საკუთარი შეხედულება სოციალურ ქსელში გაგვიზიარა და ახალი პორტრეტიც შემოგვთავაზა, რომელშიც კემბრიჯის ჰერცოგინია ფოტოაპარატით ხელში არის ასახული. ფოტოწიგნი Hold Still 7 მაისიდან გაიყიდება.

ზევით