ისტორია მეორდება: სიყვარულისთვის უარს ტიტულზე, ამჯერად იაპონელი პრინცესა ამბობს

ისტორია საკუთარ თავს კიდევ ერთხელ იმეორებს, მართალია ახალი სახელებით, ახალი დინასტიით თუ სამეფო ოჯახის წარმომადგენლობით, სიყვარული კიდევ ერთხელ ამტკიცებს რომ ყოველგვარ ტიტულზე, გვარსა და ქონებაზე მაღლა დგას. 4 წლის წინ გამოცხადებული ნიშნობა ქორწილით დაგვირგვინდა, იაპონიის პრინცესა მაკომ რიგით მოქალაქეზე და ერთადერთ რჩეულზე კეი კომუროზე იქორწინა.

შესაძლოა ეს სიახლე ზღაპრის ბედნიერი დასასრულივით დაგვეგვირგვინებინა, თუმცა მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც, თუ რა შედეგი მოჰყვა მაკოს გადაწყვეტილებას, დაქორწინებულიყო მამაკაცზე, რომელიც უყვარდა - სამწუხაროდ, იაპონიის საიმპერატორო ოჯახის მდედრობითი სქესის წარმომადგენლები რიგით მოქალაქეზე დაქორწინებით სამეფო ტიტულს კარგავენ.

როგორც აღვნიშნეთ, მაკომ და კეიმ ნიშნობის შესახებ 4 წლის წინ განაცხადეს, თუმცა მაშინ ამ სიახლეს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რომელთა უმრავლესობაც ნეგატიური იყო, ახლა წყვილს შესაძლებლობა მიეცა ბოდიში მოეხადა საზოგადოებისთვის, თუმცა იქვე აღენიშნა, რომ ისინი საკუთარი ბედნიერებისთვის და კეთილდღეობისთვის განაგრძობდნენ ცხოვრებას.

მაკო და კეი დროებით ტოკიოში იცხოვრებენ, შემდეგ კი ნიუ-იორკში აპირებენ გადასვლას (კიდევ ერთი წყვილი სამეფო ოჯახიდან, რომლებიც თავს ამერიკის შეერთებულ შტატებს აფარებენ), ნიუ-იორკში კეი კომურო იურიდიულ კომპანიაში მუშაობს და სწორედ საყვარელ საქმესთან აპირებს დაბრუნებას. პრინცესა მაკომ უარი თქვა ოჯახის 1.4 მილიონი დოლარის კომპენსაციაზე და ცხოვრების დაწყება საყვარელ ადამიანთან ერთად სუფთა ფურცლიდან გადაწყვიტა.

ზევით