#მოდა

ჰეილი ბიბერი და კელი ვირსტლერი ირჩევენ ANOUKI-ს

გაზიარება:

ქართველი დიზაინერის ანუკი არეშიძის ბრენდი ANOUKI ამ კვირის განმავლობაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. გასულ უქმეებზე ქართული ბრენდის სამოსში მსოფლიოს, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი „ინფლუენსერი” ჰეილი ბიბერი ვიხილეთ, მოგვიანებით კი ანუკი არეშიძის სამოსზე არჩევანი, ინტერიერის დიზაინის დედოფალმა, კელი ვირსტლერმა გააკეთა.

ჰეილი ბიბერი  ANOUKI-ის 2021 წლის PRE-FALL კოლექციის ვეგანური ტყავის ორეულზე გააკეთა არჩევანი და სრული შავი ლუქით კალიფორნიის ქუჩებში გამოჩნდა. ჰეილიმ ორეულს, ტყავის ჩანთა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები და ტოპი შეუხამა.

ჰეილი ბიბერისგან განსხვავებით, ნათელ, მბზინავ და ფერად ANOUKI-ს ორეულზე არჩევანი კელი ვირსტლერმა გააკეთა. Casa and Bano Magazine-ის ფოტოსესიისთვის, კელის სტილისტმა ანუკი არეშიძის სალათისფერი ორეული შეარჩია და მდოგვისფერ ინტერიერთან სრულ ჰარმონიაში იპოზიორა. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ კელი ვირსტლერი კიდევ ერთი ქართველი დიზაინერის, გვენ სალაყაიას შარვლით გამოჩნდა

ქართველი დიზაინერებისა და ცნობილი ადამიანების სტილისტების დაკავშირება, ლოს-ანჯელესში მოღვაწე ქართველი მოდის რეალტორის თათა ქართველიშვილის დამსახურებაა, რომელმაც PR სააგენტო tata_la რამდენიმე წლის წინ დააფუძნა და დღემდე საკმაოდ დიდი წარმატებით მოღვაწეობს შტატებში.

ზევით