#ცნობილები

ემბერ ჰერდი დედა პირველად გახდა

გაზიარება:

35 წლის მსახიობი, ემბერ ჰერდი დედა პირველად გახდა, მსახიობს პირველი შვილი სუროგატი დედისგან 8 აპრილს შეეძინა, თუმცა ემბერმა სასიხარულო სიახლე მხოლოდ ახლა გაუზიარა მსოფლიოს. ჰერდმა სოციალურ ქსელში, შვილთან ერთად გადაღებული ფოტოსურათი გამოაქვეყნა და ემოციური წარწერაც დაურთო.

"ძალიან ბედნიერი ვარ, ამ ამბის გაზიარება რომ შემიძლია თქვენთვის, შვილის ყოლა 4 წლის წინ გადავწყვიტე და ამის გაკეთება საკუთარი გზებით მსურდა. ახლა ვხვდები, რამდენად რადიკალურია ჩვენთვის ქალებისთვის ასეთ ფუნდამენტალურ საკითხზე ფიქრი. იმედია, ოდესმე მივალთ იმ მომენტამდე, როდესაც აუცილებელი აღარ იქნება თითზე ბეჭდის ქონა, რათა სახლში პატარა საწოლი გაჩნდეს.

ჩემი ერთი ნაწილი პირადი ცხოვრების უფლების დაცვისკენ მომიწოდებს, რომელიც არავის არ ეხება. თუმცა, მესმის, რომ ჩემს საქმეში კონტროლი დიდი რაოდენობითაა. ჩემი ქალიშვილი 8 აპრილს გაჩნდა, მას უნა პეიჯ ჰერდი ჰქვია, ის ჩემი დარჩენილი ცხოვრების საწყისია" - დაწერა ემბერმა.

დასავლური მედიის ცნობით, ემბერ ჰერდს უშვილობის დიაგნოზი ექიმებმა წლების წინ დაუსვეს, სუროგატი დედის დახმარებით შვილის ყოლა სწორედ ამიტომ გადაწყვიტა. 

ზევით