#საზოგადოება

დონალდ ტრამპის პლატფორმა TRUTH უკვე ხემისაწვდომია

გაზიარება:

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სოციალური მედია პლატფორმა სახელწოდებით TRUTH Social უკვე რამდენიმე საათია, რაც App Store-ზე უკვე ხელმისაწვდომია. მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმის ანონს ბევრმა ტრამპის მორიგი მუქარა უწოდა, ტექნოლოგიური გიგანტების წინააღმდეგ მიმართული ბერკეტი ყოფილმა პრეზიდენტმა უკვე აამუშავა და ნელ-ნელა მისი მასშტაბების გაზრდასაც შეეცდება.

„ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ მსოფლიოში, სადაც თალიბანი Twitter-ში ფართოდ არის წარმოდგენილი, ხოლო თქვენი საყვარელი ამერიკელი პრეზიდენტი გააჩუმეს. ეს მიუღებელია“ - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და მას შემდეგ, რაც Twitter-მა და Facebook-მა მათ სერვისებზე წვდომა 2021 წლის 6 იანვარ შეუზღუდეს, დონალდ ტრამპმა კი საპასუხოდ ახალი სოციალური მედიის შექმნა დააანონსა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, არჩევნების შემდგომი სიტუაციის, უფრო კონკრეტულად კი ტრამპის მომხრეების კაპიტოლიუმში შეჭრა და ტრამპის აქტიური მოწოდებები დაუმორჩილებლობისკენ, გახდა მიზეზი იმისა, რომ ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ სოციალურ ქსელებში ყოფილი პრეზიდენტის ანგარიში დაიბლოკა. კუთხეში მიმწყვდეულმა ყოფილმა პრეზიდენტმა გამოსავალი საკუთარი სოციალური პლატფორმის შექმნაში იპოვა.

როგორც მოსალოდნელი იყო, TRUTH Social მომხმარებლებისთვის სწორედ 2022 წლის დასაწყისში გახდა ხელმისაწვდომი. ბეტა ვერსიის გამოსვლის შემდეგ, მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ ახალი სოციალური ქსელის ინტერფეისი App Store-ზე შეეფასებინათ, დღეიდან კი მისი გამოყენება Apple-ის მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ.

TRUTH Social სოციალური მედია Trump Media & Technology Group-ის პროდუქტია, რომელიც Digital World Acquisition Corp-თან გარიგების გზით შეიქმნა. მედია პლატფორმაზე მომხმარებლებს რეგისტრაცია სხვების მოწვევით შეეძლებათ.

ზევით