ბრუკლინ ბექჰემისა და ნიკოლა პელცის მაგიური ქორწილის დეტალები

ორი ყველაზე გავლენიანი ოჯახი, ინგლისიდან და ამერიკიდან, სამუდამოდ დაუკავშირდა ერთმანეთს, ბრუკლინ ბექჰემისა და ნიკოლა პელცის დიდებული საქორწინო ცერემონია გასულ უქმეებზე, 9 აპრილს, ნიკოლას ოჯახის სახლში პალმ ბიჩზე გაიმართა. ბრუკლინისა და ნიკოლას თანამედროვე სიყვარულის ისტორია, ერთგვარი მირაჟი იყო გასული საუკუნის ყველაზე რომანტიკული ისტორიებისა, ამბავი იმაზე, თუ როგორ უყვარდება ქერა ლამაზმანს, მომხიბვლელი, საკმაოდ მოდური მამაკაცი.

როგორც მოსალოდნელი იყო, ბექჰემისა და პელცის ქორწილის ფოტოები მკაცრად გასაიდუმლოებული იყო მანამ, სანამ ის ისეთმა დიდმა გამოცემამ, როგორიც Vogue-ია რამდენიმე საათის წინ მთელ სამყაროს არ წარუდგინა.

თანამედროვე ზღაპრის გმირი, ნიკოლა პელცი, ჯადოსნური Valentino Haute Couture-ის თეთრი კაბით ვიხილეთ, რომელიც ნამდვილად იშვიათ ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს. ნიკოლამ და მისმა სტილისტმა ლესლი ფრემარმა არჩევანი დახვეწილ, მომაჯადოებელ სილუეტზე და მინიმალურ სტილზე შეაჩერეს, ფრანგული შტრიხებითა და მაქმანებიანი, დელიკატური ფატით, რომელიც იდეალურად ფარავდა კაბას.

რაც შეეხება ნიკოლას თმასა და მაკიაჟს, ის კლაუდია შიფერის 90-იანი წლების სილამაზის ლუქებით იყო შთაგონებული, სუპერმოდელი აქამდეც არაერთხელ გამხდარა ნიკოლასთვის ინსპირაციის წყარო და ახლაც, ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში, პელცი გამოიყურებოდა ისე, როგორც მისი სტილის სიმბოლო და სილამაზის ხატი.

ყოველთვის ვფიქრობდი, რომ თმა ნახევრად აწეული და ნახევრად გაშლილი მსურდა, ამას გრძელი წინამოც დავამატეთ და რაც შეიძლება ბუნებრივი ვარცხნილობა შევქმენით - განაცხადა ნიკოლამ.

ნიკოლა საკურთხეველთან მამამ, ნელსონ პელციმ მიაცილა, სადაც პატარძალს სმოკინგში გამოწყობილი ბრუკლინი ელოდა. ქორწილი ებრაული ტრადიციებით გაიმართა და ბექჰემები ამის წინააღმდეგი სულაც არ ყოფილან, მეტიც, დევიდი ქორწილში ცერემონიის ოსტატად მოგვევლინა, ბრუკლინის უმცროსი ძმები: 19 წლის რომეო და 17 წლის კრუზი კი მეჯვარეები გახლდნენ.

ბრუკლინ ბექჰემი და ნიკოლა პელცი 2020 წლის ივლისში დაინიშნნენ, ბექჰემების ოთხეულის უფროსი წარმომადგენელი და მისი მეორე ნახევარი, ამერიკელი მილიარდერის ნელსონ პელცის მსახიობი ქალიშვილი დიდებული ქორწილის გადახდაზე ოცნებობდნენ, თუმცა მსოფლიო პანდემიამ წყვილის გეგმები 2 წლით გადადო და ახლა იმაზე მეტი ბედნიერება არგუნა, ვიდრე რომელიმეს წარმოედგინა.

ზევით