#ცნობილები #მუსიკა

ბრიტნი სპირსის მამამ ქალიშვილის მეურვეობაზე უარი განაცხადა #FreeBritney

გაზიარება:

13 წლის, აქტიური სოციალური კამპანიებისა და გამოსვლების შემდეგაც კი, ბრიტნი სპირსმა შესაძლოა საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლი, როგორც იქნა დაიბრუნოს. მომღერლის მამამ ჯეიმი სპირსმა ბრიტნის მეურვეობაზე უარი თავად განაცხადა.

Variety-ს მტკიცებით ჯეიმი სპირსმა ლოს-ანჯელესის სასამართლოს ოფიციალური დოკუმენტებით მიმართა და ქალიშვილის მეურვეობაზე უარი განაცხადა. ჯეიმსის თქმით მას არ სურს ბრიტნისთან სახალხო დავა, თუმცა მისი გადაწყვეტილება მომღერლის ცალსახად გათავისუფლებას არ გულისხმობს. ჯეიმსის მიმართვაში არის შემდეგი ფორმულირება: "როდესაც ამის დრო მოვა" - ის უარს იტყვის ბრიტნის მეურვეობაზე, მაგრამ როდის იქნება საჭირო დრო?

სინამდვილეში, არ არსებობს არანაირი ფაქტობრივი მტკიცებულება, რის გამოც ჯეიმს სპირსი ქალიშვილის მეურვეობას უნდა ჩამოსცილდეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა, ბრიტნის გათავისუფლება მხოლოდ სასამართლოზეა დამოკიდებული, მოსამართლე გადაწყვეტს იქნება თუ არა ბრიტნი სპირსი საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებელი, თუ მის მეურვეობას მამის შემდეგ სხვა ადამიანი შეითავსებს.

შეგახსენებთ, რომ ჯეიმს სპირსი მომღერლის მეურვედ მას შემდეგ დასახელდა, რაც ბრიტნის ცხოვრებაში სერიოზული "კრიზისი" დაიწყო და მას "ფსიქოლოგიური და ემოციური არეულობა" დაეწყო, თუმცა ბრიტნის თქმით, 13 წელიწადი დიდი დროა და ახლა მას თავად შეუძლია სადავეების ხელში აღება.

ზევით