#პოლიტიკა

ბორის ჯონსონი საიდუმლოდ დაქორწინდა

გაზიარება:

დაუნინგ სთრითის უკანასკნელი დაუქორწინებელი წყვილი ახლა უკვე ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფება, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა და მისმა რჩეულმა კერი საიმონდსმა შაბათ დილით, ყველასათვის მოულოდნელად ვესტმინსტერის კათედრალში იქორწინეს.

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის მრავალწლიან ისტორიაში, ბორის ჯონსონი დედოფლის პირველი პრემიერ-მინისტრი გახლდათ, რომელიც თანამდებობაზე ყოფნის მომენტში, ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებოდა.

ბორისმა და კერიმ მოკრძალებული, პატარა ცერემონია მოაწყვეს და თავიანთი მრავალწლიანი კავშირი კიდევ უფრო გაამყარეს. წყვილმა სამომავლო ქორწილი 2020 წლის თებერვლის თვეში დააანონსა, თუმცა COVID 19-მა მათი გეგმები, ისევე როგორც მთელი პლანეტის, 1 წლით გადადო.

ბორის ჯონსონისთვის ეს რიგით მესამე ქორწინებაა, პრემიერ-მინისტრი 2018 წელს, 25-წლიანი ქორწინების შემდეგ მარია ვილერს დაშორდა, რომელთანაც ჯონსონს 4 შვილი ჰყავს, ერთი შვილი პრემიერ-მინისტრს პირველი ქორწინებიდან, ერთიც კი კერი საიმონდსისგან ჰყავს.

ზევით